ნევედი : ” ტოტის სიტყვებმა წონასწორობიდან გამომიყვანა ”
ტურინსა და რომს შორის ნამდვილი ომი მიმდინარეობს, რომელსაც ხელს უწყობენ მასმედიის საშუალებები. დისკუსიაში ბიანკონერის ამჟამინდელი დირექტორთა საბჭოს წევრი და ყოფილი ვარსვკლავი პაველ ნედვედიც ჩაერთო, რომელიც ტოტის ყოვლად უსირცხვილო გამოხტომებს გამოეხმაურა : ” დიდ პატივს ვცემ მას, რადგან ის დიდი ჩემპიონია, მაგრამ მის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა წონასწორობიდან გამომიყვანა. მას არასოდეს უასპარეზია ისეთი დიდი გუნდის მაისურით, როგორიც არის “იუვენტუსი” და ამიტომაც ვერ ხვდები გარკვეულ ასპექტებს. თუ შენ მუშაობ და ან თამაშობ იუვეში, მაშინ აბსოლიტურად ყველა შენს წინააღმდეგ მოქმედებს. უფრო განვავრცობ თემას და გეტყვით, რომ ეს მსაჯებსაც ეხებათ, რომლებიც ამ ფაქტორის გამო რიგ ეპიზოდებში ვერ რისკავენ იუვე სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღებას. ეს რომ ჩემს კაპიტანს ეთქვა მეექვსე ტურის შემდგომ, ნამდვილად არ ვარ დარწმუნებული დარჩებოდა თუ არა იგი კვლავინდებურად ჩემს კაპიტნად ” .
შემდგომ ჩეხმა უშუალოდ ეპიზოდებზე ისაუბრა …
” მარკიზიოს ეპიზოდში წესების დარღვევა დავინახე, რადგან კონტაქტი აშკარად იყო. ვერავინ ვერ მიხვდა მოედანზე თუ რატომ ჩასტვინა მსაჯმა ლიხტშტაინერის და ტოტის ეპიზოდისას, თუმცა კონტაქტს აქაც ჰქონდა ადგილი. პოგბა? ჩემის აზრით სისულელეა სანტიმეტრებზე საუბარი. როკიმ დაინახა, რომ პოლი საჯარიმოს ხაზზე იყო და თითი თერთმემეტრიანისკენ გაიშვირა. ვფიქრობ 100%-იანი იყო. შეუძლია თუ არა მეექვსე ტურში ამ ეპიზოდმა გადაწყვიტოს ჩემპიონობის ბედი? და ამის შემდგომ, რომ მოხდეს რაღაც ჩვენ რა ვქნათ შემდგომ? მინდა დაგარწმუნოთ, რომ როკი ერთ-ერთი იმათგანია ვინც მართლა მაღალ დონეზე უძღვება საკუთარ საქმიანობას. ვიდეო-რეფერი? მე არ გახლავრთ მისი მომხრე, რადგან ასეთ დროს ფეხბურთი კარგავს საკუთარ ეშხს ” .
წყარო: Football Italia
პავაელლლ მაგარი კაცი ტოტიმ რო იტლიკინა ამდენი რატო არ მისცეს დისკვალიფიკაცია:D
პრობლემა ისაა სწორედ რომ არ უნდათ ამ მექნიზმის დამკვიდრება, ეს ვიღაცას აწყობს…. თორემ რამდენი ხანია ამაზეა პრობლემა მსახი შეცდა და ეს ბუნებრივია და მსგავსი აბდაუბდები. აიღონ და დააყენონ ეს ვა.
მე კი ვემხრობი ვიდეო რეფერის… აი ასეთი უაზრო კომენატრები რომ გამოირიცხოს, რაც ტოტიმ გააკეთა და ა.შ.
ვიდეო გამეორება გადაწყვეტს მნიშვნელოვან ეპიზოდებს… საუბარი მაქვს პენალტზე, გოლზე და წითელ ბარათზე. ანუ იმაზე რამაც შეიძლება მატჩის ბედი გადაწყვიტოს… სხვა შემთხვეაში ნუ იქნება… განა რა დროს წაიღებს ამ სამ შემთხვევაში ვიდეო გამეორება? ზოგჯერ იმდენ ხანს ედავებიან მსაჯს, უფრო მეტი დრო მიდის…
რთულია ძაან,მერამდენე დღეა ამ თამაშიდან და ჯერაც ვერ გაურკვევიათ რომელი იყო და რომელი არა და იქ როგორ გინდა გაარკვიონ უშაიროდ:)
სალაპარაკო არ იქნება ამდენი, როცა რაღაც მექანიზმი იქნება რომელიც ამ საკითხს გადაწყვეტს… ის მსაჯიც ნახავს თვითონ და შეიძლება თვითონ შეცვალოს… იმიტომ რომ შეიძლება მართლა ვერ დაინახოს და შეცდეს ლაივ ეპიზოდში ადამიანი… ძაან მარტივად შეიძლება მაგ საკითხის მოგვარება… არ ვამბობ ყველა ეპიზოდზე, მხოლოდ გოლზე, წითელზე და პენალტზე.
წინააღმდეგი არც მე ვარ,მაგრამ კარგად უნდა დაიხვეწოს ყველა ნიუანსი,ვიდეოგოლმა გაამართლა მაგრამ მანდ უფრო მარტივადაა საქმე და კიდევ,მგონი ბლატერის ინიციტივა იყო რომ 2/2ჯერ ქონდეს თითოეულ გუნდს ამის გამოყენების უფლება,მაშინ არ წაიღებს ბევრ დროს.