იაკინტა : ” ყველაზე დასანანი ჩელსისთან დაპირისპირება იყო ”
” თავისუფლად შემეძლო კიდევ სამი წელი ფეხბურთის თამაში, მაგრამ როდესაც ტრავმებს გაუთავებელი სახე ეძლევა, ეს უკვე ნებისმიერს გატეხავს ფსიქოლოგიურად “- საუბრობს საკუთარ კარიერაზე ვინჩენცო იაკინტა, რომელმაც ბუცები ლურსმანზე ივნისში ჩამოკიდა. მან საკუთარი საფეხბურთო კარიერის მანძილზე 2006 წელს უმაღლესი მწვერვალი დაიპყრო და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა აძურის რიგებში გერმანიაში. ტურინში კი 108 შეხვედრაში 40 გოლის გატანა მოასწრო.
არის ისეთი რამ რისი განმეორებაც გსურს?
” რეჯიოდან – უდინემდე, იტალიის ნაკრებიდან იუვემდე … სიამოვნებით გავიმეორებდი ამ ყოველივეს ” .
არაფერზე განიცდი?
” ყველაზე გულსატკენი არის კონტეს პერიოდში გუნდიდან წასვლა. უდიდესი სურვილი მქონდა მის საფეხბურთო ფილოსოფიასთან უფრო ახლო კონტაქტი მქონოდა. ეს ახალი იუვენტუსი იყო, ახალი ხედვით. სამწუხაროდ სცენა სპექტაკლის დასაწყისში დავტოვე ” .
2011/12 სეზონში კონტემ მოგცა შანსი …
” დიახ, მას სწამდა ჩემი შესაძლებლობების. კარგად მახსოვს მისი სიტყვები : ” მაჩვენე ის იაკინტა ვისაც ვიცნობდი და მე აუცილებლად დაველაპარაკები ხელმძღვანელობას და დავარწმუნებ, რომ დაგტოვონ. სამწუხაროდ მალევე მივიღე მორიგი ტრავმა ” .
და ისევ მოხვდი გარკვეული ჭორების გარშემო …
” დიახ, სხვადასხვა სახის სილულელეებს წერდნენ. იმასაც კი ამბობდნენ, რომ ჯერ კიდევ უდინედან მოყოლებული ანტი ნარკოტიკულ პროგრამებში ვიღებდი აქტიურ მონაწილეობას. არადა მთელი სიმართლე იმაში , რომ ვერაფრით ვახერხებდი ტრავმებისგან თავის დაღწევას ” .
შენი აზრით რა იყო მთავარი მიზეზი?
” დარწმუნებული ვარ 2009 წელს მიღებული დაზიანებიდან დაიწყო ყოველივე. მაშინ ექიმებმა მალევე მითხრეს, რომ ვარჯიში დამეწყო არადა ვგრძნობდი , რომ მუხლი არ იყო მზად ასეთი დატვირთვებისთვის ” .
როგორი გრძნობა გეუფლება, როდესაც ხედავ თუ როგორ წარმატებულად ასპარეზობენ შენი ყოფილი პარტნიორებიდან ნაკრებიდან … პირლო და ბუფონი …
” ორ ფენომენალურ ფეხბურთელზე ვსაუბრობთ. ბუფონი მაოცებს წლიდან წლამდე, ხოლო ანდრეა თავის კლასში ერთადერთია. მას თავისუფლად შეუძლია კიდევ 2-3 წლით ასპარეზობა ” .
რომელ იუვენტინოსთან ინარჩუნებ ურთიერთობას?
” ყველაზე ხშირად მარკიზიოსთან ვკონტაქტობ ” .
დღევანდელი შემადგენლობიდან ვის მიიჩნევ ყველაზე საინტერესო მოთამაშედ?
” ტევესს. საინტერესო იქნებოდა მისი ხილვა გასახდელში. მოედანზე ის საოცრებებს შვება და საერთოდაც კარგი იქნებოდა მასთან ერთად ფეხბურთის თამაში ” .
ყველაზე უცნაური იუვენტინო პარტნიორი?
” ალბათ ფელიპე მელო. ცოტათი გიჟი იყო, მაგრამ უზომოდ კეთილი ადამიანი “.
რომელი თავდამსხმელი ჯობია ლორენტე თუ მორატა?
” მორატა უდაოდ ნიჭიერია, მაგრამ ლორენტეს დავიწყებაც არ შეიძლება. მას უბრალოდ ეხლა გოლი აკლია რომელიც არ აძლევს ” აწყვეტის ” საშუალებას “.
შენი აზრით, რომელი ფორვარდი მოერგებოდა იუვეს იდეალურად?
” მურიელი. მისი საფეხბურთო მახასიათებლები ნამდვილად აკმაყოფილებს დიდი გუნდის მოთხოვნებს ” .
დაასახელე ყველაზე ემოციური შეხვედრა შენს კარიერაში …
” კარგი იქნებოდა კიდევ ერთხელ მეთამაშა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ” .
ანუ ?
” ვითამაშო ის შეხვედრა თავიდან, რადგან მან ენით აუღწერელი ემოციები მაჩუქა. დღემდე აღფრთოვანებით ვიხსენებ იმ წამებს ” .
კიდევ რომელიმე თამაშს ხომ არ გამოყოფდი?
” კიდევ კარგი იქნებოდა გადაგვეთამაშებინა იუვე – ჩელსი, ოღონდ ეს უკვე სხვა მიზეზით. დღემდე ვნანობ იმ მარცხს ” .
კონტეს ნაცვლად ალეგრი მოვიდა. იყო თუ არა ეს მოულოდნელობა?
” დიახ. თუმცა თუ შევხედავთ შედეგებს მწვრთნელმა გაცემული ავანსები გაამართლა. ბევრი არაფერი შეცვლილა კონტეს წასვლისას რაც მისი შემცვლელის ძლიერ მხარეებზე მეტყველებს ” .
შენც სამწვრთნელო კურსებზე დადიხარ. ვინ არის შენი შთაგონების წყარო?
” მსურს ავიღო ლიცენზია და მოზარდებთან დავიწყო მუშაობა. მაგალითს სპალეტისგან, ლიპისგან და კონტესგან.
რომელ მწვრთნელთან იმუშავებდი?
” მოურინიოსთან ” .
ვინ მოიგებს სკუდეტოს , იუვე თუ რომა?
” ჯერჯერობით რთულია ამაზე საუბარი. მაგრამ ფაქტია იგი ამ ორ გუნდს შორის გათამაშდება ” .
რამდენად შორს გავა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ბიანკონერი?
” მიუხედავად იმისა, რომ გუნდი დამარცხდა ატლეტიკოსთან , ჯერ კიდევ წინ არის ყველაფერი. იმედი მაქვს რაც შეიძლება შორს ” .
წყარო: Tuttosport
ამის გოლი რომას წინააღმდეგ სასწაული იყო
4 3 3 ze ჯოვინკო იდეალურად ჯდება ცენტრსჰი მორატა უნდა დაყენოს და მემგონი რო გამრტლებს ლორენტეს დასვენება ეკუტვნის ერტი ტამასჰი
ხო ავაბზრიალეთ მერე მაგის შემდეგ ჩელსი

აუ ეს ახალი გადმოსული რო იყო ძაან საკაიფო ფეხბურთს თამაშობდა მერე გაცოცხდა ამაურიც
მაშინდელი ჩელსი ძალიან მძიმე გუნდი იყო …. პლეი ოფში მათთან გამკლავება მაშინ არცერთ ევროპულ გრანდს არ შეეეძლო …. ნუ ბარსელონა რომ გავიდა სტუმრად გატანილი გოლი ს წყალობით ეგ კი ვიცით მაგრამ 4 პენალტს რომ არ დაგიდებენ და თამაშის საშუალებას არ მოგცემენ მსაჯები – იქ უკვე ყველაფერზე ზედმეტია საუბარი