მარონე და რომულო მოედანს დაუბრუნდნენ
სანაკრებო პაუზა გუნდმა ნაყოფიერად უნდა გამოიყენოს და განსაკუთრებით მათ ვინც ეხლა ალეგრისთან ერთად არის ვინოვოს საწვრთნელ ბაზაზე. ათლეტური სამუშაოები და მინიმუმი დრო ბურთთან ყოფნისთვის. ბურთი რამდენიმე ათეული წუთით მხოლოდ კლაუდიო ფილიპის შეგირდებს და ლუკა მარონეს შეხვდათ, რომელმაც დაიწყო სარეაბილიტაციო კურსი. მოედანზე გამოჩნდა ასევე რომულო, რომელიც ინდივიდუალური პროგრამით გადის სამწვრთნელო სესიას. დანარჩენი ფეხბურთელები გარდა 16 იუვენტინოსა, რომლებიც თავიანთი ნაკრებების ღირსებას იცავენ, სრული დატვირთვით აგრძელებენ ალეგრისთან მუშაობას.
წყარო: ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი