ტრაპატონი : ” შეეშვით იუვეზე ნეგატიურ კონტექსტში საუბარს “
Radio Kiss Kiss Napoli-სთან საუბარში ჯოვანი ტრაპატონიმ საკმაოდ საინტერესო თემებზე ისაუბრა : ” იმ შემთხვევაში თუ ბენიტესი ნაყოფიერად გამოიყენებს სანაკრებო პაუზას, მაშინ ნაპოლი შეძლებს სკუდეტოსთვის ბრძოლაში ჩაბმას. იყო ინტერის მწვრთნელი ნიშნავს, შეყო თავი ჩართულ სარეცხ მანქანაში. იქ ისეთი წნეხი და გაუგებრობაა, რომ გვრჩება შთაბეჭდილება ეს ქაოსი არ დასრულდება არასოდეს. მოურინიოს მოსვლა იყო მზის ამოსვლა მათ ზეცაზე, თუმცა რამდენი წელიწადის შემდეგ მოხდა ხომ ხვდებით. როდესაც ნერიაძურის მწვრთნელი ვიყავი ყოველთვის ვარიგებდი ჩემს ფეხბურთელებს, რომ არ დაეწყოთ სიმულაციები და ეთამაშათ სუფთა ფეხბურთი. რაც ყველაზე მთავარია საუბარი რომ იუვეს მსაჯები ეხმარებიან უნდა დასრულებულიყო. საკლუბო დონეზე უამრავი ტიტული მაქვს მოგებული და სამწუხაროდ სანაკრებოზე ვერ დავიკვეხნი წარმატებით. ამაში ხელი რამდენიმე მსაჯმა შემიშალა. იმ პერიოდში ჩვენი ქვეყანა ათას სხადასხვა სკანდალში გაეხვა და შესაძლოა ამ ყოველივემ იტალიის იმიჯზე ნეგატიურად იმოქმედა “.
წყარო: TuttoJuve
2002 წელს იტალიას ისეთი შემადგენლობა ჰყავდა, რომ არა მსაჯების (უფრო სწორედ ბლატერის მაფიოზური ხროვის) უზარმაზარი ზეგავლენა …. იტალია-ესპანეთი ს გამარჯვებული ფინალში გავიდოდა და ბრაზილიას ძალიან დიდ პრობლემებს შეუქმნიდა ..