პროფესორი კუგატი: ” ვიდალი კარგად გრძნობს თავს ”
არტურო ვიდალი გუშინ შეუერთდა გუნდს ვინოვოს საწრთვნელ ბაზაზე, თუმცა ალეგრის არ დაუტვირთავს ის მაქსიმალურად. აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ ჩილელს გრძელი გზის დაფარვა მოუწია და გადაღლილი იყო. პროფესორმა რამონ კუგატმა კომენტარი გააკეთა ვიდალის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაამშვიდა როგორც ნაკრები ასევე კლუბი. შეგახსენებთ, რომ ეს ზუსტად ის ექიმია რომელმაც ჩილელს ოპერაცია გაუკეთა : ” ის ინფორმაცია რაც მე გამაჩნია, მშვიდად ყოფნის საშუალებას მაძლევს და სწორედ ამიტომაც იღებს იგი რეგულარულად მონაწილეობას როგორც კალჩოს მატჩებში ასევე ნაკრებების დაპირისპირებაში. მან სარეაბილიტაციო პერიოდი წარმატებით გაირა და ამიტომაც იასპარეზა მუნდიალზე. ზოგადად ასეთი სახის დაზიანებას ოთხი თვე ესაჭიროება, მაგრამ საქმე მუნდიალს ეხებოდა და ამ დროს შენ უბრალოდ მიდიხარ და თამაშობ ” .
სამწუხაროდ ყოველმა ჩვენთაგანმა იხილა შემდგომ ასეთი გმირული საქციელის სავალალო შედეგი.
წყარო: Tuttosport