კონსილი : “იუვესთან” ფრე იგივე გრძნობაა რაც გამარჯვება!”
“სასუოლოს” მეკარე ანდრეა კონსილი მოხარულია “იუვენტუსთან” ნათამაშები ფრით (1:1). მოცემულ თამაშში ორივე მხრიდან გოლი “იუვენტინომ” გაიტანა, ტურინიდან განათხოვრებულმა ფორვარდმა სიმონე ძაძამ და “ოქროს ბიჭუნამ”, სახელად პოლ პოგბა. “მშვენიერი ღამე იყო, ძლიერი მხარის წინააღმდეგ. ვთამაშობდით გახსნილ ფეხბურთს, რასაც ჩემპიონებთან იშვიათად აკეთებენ. ამ მატჩიდან შეგვიძლია დავუდოთ ფუძე ჩვენს მომავალ მატჩებს. გვსურს, რომ ხალხს უკვირდეს რატომაა “სასუოლო” გასავარდნ ზონაში. პოგბას და ტევესის მომენტები? ვფიქრობ, ამ ორ მომენტში კარგად ვითამაშე, რითაც მადლიერება დავიმსახურე. ეს მატჩი გვაძლევს გასაქანს, ჩვენ “იუვეს” 2 ქულა წავართვით, ანუ შეგვიძლია ყველა დავამარცხოთ! ეს არაა 3 ქულა, მაგრამ “იუვესთან” ფრე, იგივე გრძნობაა რაც გამარჯვება!” – ანდრეა კონსილის კომენტარი “იუვესთან” მატჩზე.
წყარო : Football Italia
პირადად ჩემი აზრია, რომ ეს მეკარე ბუფონის მერე საუკეთესოა იტალიაში, ნაკრებში კი სირიგუს და ბუფონის მერე, არა და მარკეტისაც და ჰანდანოვიჩსაც ბევრად ჯობია. წინა წელს სიმბოლურში მოხვდა.