ბონუჩი : ” ბოლო წამებში კონცენტრაცია დავკარგეთ ”
ლეონარდო ბონუჩის მოსაზრებით მისმა გუნდმა მარცხი კონცენტრაციის დაკარგვის გამო განიცადა. გუნდი მთელი ძალებით წავიდა წინ გამარჯვების მოსაპოვებლად, თუმცა სამწუხაროდ ტურინში 0 ქულით დაბრუნდა : ” ეს არის ფეხბურთი თქვენთვის. მიუხედავად საშინელი მოედნის საფარისა, რომელსაც ხელს უწყობდა დღევანდელი მეტოქის აგრესიული ასპარეზობა მინდორის თითოეული მილმეტრისთვის მაინც შევძელით ნორმალური ხარისხის ჩვენება. 93 წუთის მანძილზე მეტოქე საკუთარ ნახევარზე იდგა, თუმცა ბოლოს ალბათ მივეცით ჩვენ დაცვას კონცენტრაციის დაკარგვის საშუალება და შედეგად დასანანი მარცხი ვიწვნიეთ. დიახ, საშინელ მდგომარეობაში იყო მინდორი და იგი ალბათ პირველ ადგილზეა ამ პარამეტრით სერია ა-ში, მაგრამ ეს არ უნდა გასასამართლებელი საბუთი. გვქონდა შანსები, მაგრამ მათგან მაქსიმუმის ამოღება ვერ მოვახერხეთ “.
რომაელებმა პარალელურ შეხვედრაში 2-0 დაამარცხეს ჩეზენა და შედეგად გაუთანაბრდნენ დაგროვილი ქულებით ტურინელებს. ბონუჩის მოსაზრებით მის გუნდს გაცილებით მეტი მობილიზაცია უნდა გამოემჟღავნა და არ დაეშვა ქულათა სხვაობის გაქრობა მეტოქესთან …
” ჩემპიონატის მოგებაზე ან წაგებაზე საუბარი ამ შეხვედრის შემდგომ უადგილოა, მაგრამ არ უნდა დაგვეშვა ვითარების ამგვარი კუთხით განვითარება. შესაძლოა ეს მარცხი სასიკეთოდ წაგვადგეს და საფეხბურთო აგრესია გაორმაგდეს, რაც მერწმუნეთ დადებით შედეგს მოგვიტანს მომდევნო მატჩებში ” .
წყარო: ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი
ახლა რომულოს მისცეს შანსი … + მარკიზიო და ვიდალი უშუალოდ ჩამშლელბად უნდა დააყენოს და ძირითადი ფუნქცია შეასრულებინოს (ვიდალი სისტემატურად ფლანგზე ინაცვლებს) და მორატა სასტარტოში
ჯოვინკოს მეტი სატამაშო დრო ჭირდება.არ არი რაღაც სასწაული ფეხბურთელი მარა ტექნიკა აქ კაცს ატყუებს და პასსაც აკეთებს კაი ლიგაზე არ ათამაშებს მარა სერია ა-ში და თანაც საშუალო დონის გუნდებთან მაინც ღირსია თამაშის.წელს რამდენჯერაც გამოვიდა მომენტებს ქმნიდა სულ ისევე როგორც მორატა.ორივეს მეტი დრო უნდა მისცეს.თან გუშინ 2 ცვილება გააკეთა მარტო მესამე დაავიწყდა თუ რა ჭირს ვინ მოათრიეს ეს გუნდში
გეთანხმები,დელ პიერო ვერ არის,მაგრამ არსებულ სასტავში ბევრს ჯობია,აშკარად მეტს იმსახურებს,იმპროვიზაცია ეხერხება,როცა გუნდი იჭედება და ფანტაზია არ შეუძლიათ,მისი არგამოყენება შეცდომაა,დანაშაული თუ არა…ჯოვინკო-ტევესი-მორატა უნდა გამოსცადოს სერიაში,გაცილებით მრავალფეროვანი იქნება შეტევა4-3-3ზე,ფლანგებზეც მეტი სარგებლობა შეუძლიათ(ასამოა-ლიხშტაზე)და არც მცველებს მოუწევთ წინ თავგადასავლები ეძებონ .ნახევარდაცვაც მეტი პროდუქტიული იქნება,არ მოუწევთ წამდაუწამ მცველების დაზღვევა და ყველა რგოლს თავისი საქმე ექნება(რატომ უნდა გჭირდებოდეს მცველების თავდასხმაში გადასროლა,გუშინ კიელინი და ოგბონა რომ პირლოობდნენ ,მაშინ როცა ზამენაზე გიზის ამ საქმის უკეთ მცოდნე?!)ასამოა-ლიხშტა ბალასტივით არიან გუნდისთვს,ვერც წინ ქმნიან ხეირს და უკანაც ვერ ასწრებენ.3-5-2მა დაღუპა გუნდი,ამას თუ ვერ ხვდება ალეგრი,ჯობია წავიდეს!
4-3-3 რო ათამაშა შარშან ლიგაზე რამდენიმე მატჩი კონტემ აშკარად მოუმატეს და გაამართლა წელსაც თამაშის დროს 1-2 ჯერ გადაიყვანა ალეგრიმ 4-3-3 ზე და იქაც კარგად ატამაშდნენ.მერე კიდე ჯერ ბონუჩის გაკეთებული პასი რა არი დაცვის ცენტრში რო დგას და ხშირად უწევს ბურთის გათამაშება როცა პირლოს კეტავენ და ეხლა ვაბშე ოგბონა რო დააყენა მანდ კიელინის შეტევებში ჩართვა და პასები ცალკე თემაა:Dისეთ პასს აკეთებს კარის მიმართულებით რო წავიდეს ეგ ბურთი მეკარეს გაუჭირდება აღება მოკლედ სასწრაფოდ შესაცვლელია წყობა თორე ჩავრჩით ჯგუფში
მილანმა შავი ჭირი მოიშორა და იუვემ აიყვანა… მიდი იუვე მიდი ევრები და სხვა პენსიონერები იყოდე მიდი… ერთი ნორმალური თავდამსხმელი ვერ იყიდეს ტო ;(((
მორატა სულ სასტავში უნდა იყოს 352 ტაქტიკაზე ხო საერთოდ არაფრრს ვამბობ
ჩემპიონთა ლიგაზე ვფიქრობ ყოველ დღე
ცუდი მინდორი ტვინზეც თუ მოქმედებდა არ ვიცოდი აქამდე
რას გავს იუვენტუსის პრიმავერა 6 ზე არიან ტიპები
რა მინდორი, ამდენი სტამბულის მოედანზე არ გიბაზრიათ