ინდოეთი უკმაყოფილოა დელ პიეროს ასპარეზობით
იუვემ მოიგო და ტურინი ბედნიერია, ისევე როგორც მისი ტიფოზერია მთელი მსოფლიოს მაშტაბით. თუმცა, პარალელურად ბიანკონერის ექს კაპიტანი ალესანდრო დელ პიერო, რომელიც განაგრძობს ეგზოტიკურ მოგზაურობას და ამჟამად ინდოეთში ცდილობს ადგილობრივი პუბლიკის გაკვირვებას, პრესის ფურცლებზე კრიტიკის ქარ ცეცხლში მოხვდა: ” ფეხბურთელი, რომელიც ჩვენი ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატის ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ფიგურაა, ფაქტიურად არაფერ ღირებულს არ აკეთებს მოედანზე და ვერ ეხმარება საკუთარ გუნდს. ხუთ შეხვედრაში მას თავი არ გამოუჩენია და პლიუს არცერთ მათგანში არ გაჩერებულა მოედანზე მთელი 90 წუთი. 39 წლის დელ პიერო მხოლოდ რამდენიმეჯერ შეეხო მაგიურად ბურთს, თუმცა პროდუქტიულობა აქედან 0-ის ტოლფასია “. როგორც ჩანს მითხუნ ჩაკრაბორტის თანამემამულენი არ არიან მისი ასპარეზობით მოხიბლულნი და ასეთ ვითარებაში ჩვენ არ უნდა ველოდოთ ბოლივუდურ ფილმში დელ პიეროს გამოჩენას.
წყარო: tuttosport
თავს იბანძებს რააა აი ძაან მაგრად იბანძებს:))))))))) იმენა დარდუბალაში რო უმღეროდნენ შევარნაძეს ეგ მახსენდება
კარგი იქნება იუვეს ხელმძღვანელობაში თუ გიხილავთ
ეს ნაგლები ნახე რა :D 40 ის ხდება 9 ნოემბერს და ამათ უნდათ რო თამასში 3 გოლი გაიტანოს? :D ჯერ ცოცხალ ლეგენდას რო თქვენი თვალებით ხედავთ ეგეც პატივია :D წადით ინდურ სერიალებს უყურეთ დელ პიეროს ყურებას მაშინ :D განუვითარებელი ნაროდი :D
ინდოელებს ალბათ არ ესმით ფეხბურთი რა არის, რადგან რაღაცაზე უკმაყოფილო რომ იყო ის “რაღაცა” უნდა იცოდე რა არის, აქედან გამომდინარე თუ არ გესმის ის “რაღაცა” რა არის უკმაყოფილო როგორღა იქნები? :)))))) ეს არ არის ძროხა, ვირთხა ან სპილო, ინდოელთა სამი უდიდესი კერპი/ღვთაება, (მეოთხე კინაღამ დამავიწყდა, ამიტაბჰ ბაჩანი), რომელთაც უსაზღვროდ აღმერთებენ, ეს არის გენიოსი ტურინიდან, რომელსაც უამრავი ადამიანი გაუხარებია, მისი მოედანზე ყოფნა იმედია, დიდი ძალაა.
ასე რომ ინდოელო დებო და ძმებო, ჯერ ფეხბურთის თამაშში გაერკვიეთ, მის წესებში, თავისებურებებში და ამასობაში ალექსას შვილი ალექსას ხნის რომ იქნება და საფეხბურთო კარიერის დასრულებას ინდოეთში რომ გადაწყვეტს აი მაშინ იქნებ მიხვდეთ მის გენიალურობას
:))))
ალე წადი ტურინში წადი
რა უთავმოყვარეობაა ეს, ეგრე პელესაც და მარადონასაც შეუძლია ეხლა მინდორზე გასვლა… მიხვდეს მოთამაშის კარიერის დასრულება დროა უკვე! ამათი დასაწუნად არ უნდა გაიხადო რა თავი მართლა და მართლა