ასამოა ტრავმირებულია
ბიანკონერის ლაზარეთი იმის ნაცვლად, რომ დაცარიელდეს ყოველი შეხვედრის შემდეგ იმატებს მინიმუმ ერთ ფეხბურთელს. კვადვო ასამოა, რომელმაც ჯერ კიდევ ემპოლისთან შეხვედრაში მიიღო მიკრო ტრავმა პირველივე წუთებიდან გამოჩნდა მინდორზე ოლიმპიაკოსის წინააღმდეგ. უდაო, რომ მან დიდი წვლილი შეიტანა საკუთარი გუნდის გამარჯვებაში, თუმცა ეს ორი კვირიანი დასვენების ფასად დაუჯდება. განელი ვერ შესძლებს ვერც პარმასთან და ვერც სანაკრებო ბატალიებში ჩართვას. სარეაბილიტაციო კურსის ხანგრძლივობა გახლავთ 15 დღე.
წყარო: ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი