მოჯი : ” გამარჯვებულებს არ ასამართლებენ “
ლუჩიანო მოჯი არ შორდება ბიანკონერის და იგი თითქმის ყველა მატჩს ესწრება იუვე არენაზე. გამონაკლისი არც ბერძნებთან დაპირისპირება იყო : ” არცთუ ისე შთამბეჭდავად, მაგრამ გამარჯვება მოპოვებულია ანუ ის მიზანი რაც გუნდს ჰქონდა სამი ქულის მხრივ მიღწეულია. როდესაც გუნდი ვალდებულია ნებისმიერ ფასად გაიმარჯვოს, ეს უფრო მეტად ართულებს სიტუაციას და ასეთ შემთხვევაში არ მიმაჩნია კრიტიკის ქარცეცხლში კლუბის გატარება სათამაშო ხარისხის კუთხით. ერთი იტალიური კლუბის წინსვლაც კი ფუნდამენტალურ როლს თამაშობს აპენინურ ფეხბურთში. საბოლოო ჯამში აღსანიშნავია გამარჯვებისკენ სწრაფვა და მისთვის ყველაფრის გაღება. მეტის მოთხოვნა კი აფსურდია, რადგან შედეგი მიღწეულია. ეს შეხვედრა გახდა ხასიათის გამოცდა და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბერძნები წინ გავიდნენ ანგარიშში”.
” გამარჯვება, რომელიც მოპოვებული იქნება ნებისმიერ ფასად, ხშირ შემთხვევაში არ იძლევა რეალურ სურათს მოედანზე მომხდარ სიტუაციაზე. ბიანკონერი შექებას იმსახურებს საკუთარი მანევრირებების გამო. ასეთ გუნდებთან როგორიც არის ოლიმპიაკოსი, ტურინელებს არ შეექმნებათ პრობლემა, მაგრამ ბარსელონასთან, რეალთან და ბაიერნთან ნებისმიერ იტალიურ კოლექტივს შეექმნება ხარვეზი და მერე უკვე ნათლად გამოჩნდება თუ რა ხდება აპენინებზე. ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ თანაბრად ვეასპარეზოთ მათ ” .
წყარო: TuttoJuve
რით ვერ გაიგეთ რომ ლიგაზე თამაში რთულია. არსენალი 3-0 იგებდა და 3-3 დაამთავრა ჩელსიმაც ფრე ითამაშა და სიტიმ საერთოდ წააგო სახლში ცეესკასთან რომელსაც რომამ 5-1 მოუგო. ოლიმპიაკოსმა ატლეტიკო გააპო შუაზე ჩვენთან უბრალოდ გაუმართლა. მასე პრიმერაში ბარსელონამაც წააგო ორი თამაში ზედიზედ ერთი აქედან სახლში სელტასთან. ნუ შექმნით ტრაგედიას ისიამოვნეთ გამარჯვებით.

ეს კაცი რეალურად მსჯელობს და იცის რომ იუვე ოლიმპიაკოს ჯობია ოღონდ ოდნავ და სხვა გრანდებზე გათანაბრებაზე ლაპარაკი ზედმეტია დრევანდელი იუვე გრანდი არ არის
რას ჰქვია გამარჯვებულებს არ ასამართლებენ – ამ თამაშზე გასაკრიტიკებელია გუნდი აბა რაა – მეტოქე ოლიმპიაკოსი იყო რომელსაც მალმემაც მოუგო და გასვლაზე არ ბრწყინავდა არასდროს
მივიღეთ ის რაც გვეკუთნოდა ამაზე უკვე ზედმეტია საუბარი

ერთადერთია ვინც სწორად შეაფასა ოლიმპიაკოსთან თამაში