“ჩემპიონთა ლიგა” ჯგუფი A – ექსპერტებმა გუნდები შეაფასეს
ჯგუფში 4 გუნდია, იტალიური “იუვენტუსი”, ესპანური “ატლეტიკო”, ბერძნული “ოლიმპიაკოსი” და შვედური “მალმო”. 4 მატჩის შემდეგ უკვე საფუძვლიანად შესაძლებელია გუნდების შეფასება, პირველ ადგილს “ატლეტიკო” იკავებს 9 ქულით, მეორეზე “იუვენტუსია” 6 ქულით, მესამე ადგილზე “ოლიმპიაკოსია” ასევე 6 ქულით და ბოლო ადგილს “მალმო” იკავებს 3 ქულით.
“ატლეტიკო” – A-
“იუვენტუსი” – B+
“ოლიმპიაკოსი” – B-
“მალმო” – C-
ეს უკვე “ჩემპიონთა ლიგის” მეოთხე ტურია, დიეგო სიმეონეს “ატლეტიკომ” “მალმო” 2-0 დაამარცხა, რამაც A ჯგუფის ლიდერობა მოუტანა მადრიდულ გუნდს, რომელიც წინა წელს ფინალში იყო.
მასიმილიანო ალეგრის “იუვენტუსმა” “ოლიმპიაკოსთან” მშვენიერი თამაში შემოაბრუნა, პირველი გოლი ანდრეა პირლომ საჯარიმო დარტყმით თავის სტილში გაიტანა, ბერძენთა მეკარეს “მოცარტმა” აუღებელი დაურტყა, შემდეგ ნ’დიგასა და ბოტიას თავური დარტყმების შემდეგ ბერძნები დაწინაურდნენ და ყველაფერი აირია, ტურინელებმა საჯარიმოში ბურთი ჩააწოდეს და სრული არეულობა შეიქმნა ლორენტეს ბურთი შემთხვევით მოხვდა და შემდეგ ძელს, ჯამში კი გოლი მათმა მეკარემ რობერტომ დააბოლოვა, საბოლოოდ კი ეს ავტოგოლად ჩაითვალა. შემდეგ პოგბამ მშვენიერი დარტყმით ტურინი წინ გაიყვანა. ბოლო წუთზე კარლოს ტევესი მოწინააღმდეგეთა საჯარიმოში შეიჭრა და ბერძნებმა “აპაჩე” წააქციეს, პენალტი ვიდალმა გააფუჭა, საბოლოო ანგარიში 3-2 დაფიქსირდა.
წყარო : Bleacher Report
ექსპერტი რომელია? -,+?
ხო ანუ Bleacher Report-ის ექსპერტებმა ეგრე დაწერეს რა.