ალეგრი : ” აღფრთოვანებული ვარ გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშით ”
” ტევესის მიერ ნაჩვენები შეხვედრა და ის შექმნილი გოლები აღფრთოვანებას იწვევს ნეიტრალურ გულშემატკივრებშიც კი ” – საუბრობს პარმას განადგურების შემდგომ ბიანკონერის თავკაცი მასიმილიანო ალეგრი, რომელიც ფრიად კმაყოფილი იყო საკუთარი შეგირდების ასპარეზობით…
” ენით აუღწერელი ფეხბურთი აჩვენეს დღეს ბიჭებმა. შექმნეს უამრავი ხელსაყრელი ეპიზოდი და გაიტანეს ასევე ბევრი. პრაქტიკის შემთხვევაში მერწმუნეთ ნებისმიერი ასპექტის გამოსწორება არის შესაძლებელი. ჩემს განკარგულებაში ირიცხება ფორვარდთა დიდი არმია, რომლებსაც აერთიანებთ გამოცდილება და ახალგაზრდული სულისკვეთება. ტევესი საერთოდ აპლოდისმენტების ზღვას იმსახურებს, მისი ასპარეზობა, გატანილი ბურთები … დამსახურებულია ნამდვილად მისი დაბრუნება ნაკრებში და მოხარული ვარ ამ ფაქტის გამო.
რაც შეეხება ახალ სქემას არ ვიტყოდი იმას, რომ ეს იყო პირველი დაპირისპირება სადაც გუნდმა ახალი წყობით ითამაშა. ეს ყოველივე არის დამოკიდებული მეტოქის სათამაშო ფილოსოფიაზე. ჩავიბარე გუნდი, რომლის ტაქტიკური მონახაზით ბიანკონერიმ ზედიზედ სამი სკუდეტო მოიპოვა. საბოლოო ჯამში ყველაფერი მაინც დამოკიდებულია მატჩზე და ფეხბურთელებზე, რომლებიც ჩემს განკარგულებაში არიან.
კონტესთან შედარება? მაქვს ვალი, რომელიც გამოიხატება სკუდეტოს მოპოვებაში და ლიგაზე წარმატებულ ასპარეზობაში. სიმართლე გითხრათ თავად მივეჩვიე ამგვარ შედარებას და თუ თქვენთვის ეს არ გახდა მომაბეზრებელი შეგიძლიათ ყოველგვარი პრობლემის გარეშე განაგრძოთ ” .
წყარო: ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი
მშვენიერი თამაშI იყო, რასაც ქვია მაგრად ვისიამოვნე :D
სერია ა-ში 7-0 და მეტი ანგარიშით 1983 წელს დაფიქსირდა მაშინ ასკოლის მოუგო იუვემ ანალოგიური შედეგით და გოლები ამ ხალხმა გაიტანეს: 2 პაოლო როსი, 2 დომენიკო პენძო, 2 მიშელ პლატინი, ზბიგნევ ბონეკი.
საღოლ მაგარი გააძრე თან რა ხალხს გაუტანია
თამაშის ხარისხი მართლაც შთამბეჭდავი იყო,მაგრამ ყველაზე მეტად იცით რამ გამახარა?გამოჩნდა რომ გუნდს ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია!…
vaxtang ძმაო გეთანხმები პოტენციალი დიდი გვაქვს და მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ..ამდროისტვის ალეგრიზე არაფერი მაქვს სასაყვედურო
შეიცვალა ტაქტიკა და ტამაშიც უფრო მრავალფეროვანი გახდა და უკვეთესი საყურებელი. ყველა ვარიანტში უნდა დარჩეს ეს ტაქტიკა თან ევრა და კასერესიც რომ დაბრუნდება უფრო კარგად ითამაშებენ . რომულო მომეწონა ძალიან ტექნიკურია ასევე კომანიც კარგი ბიჭია მოედნის კარგი ხედვა აქვს , არაა მარტო გაიქეცი ჩააწოდე, მატიელოც კარგად ჩაერთო თამაშში ცოტა მეტი დრო უნდა მიეცეს 3 მორატას კომანს და მატიელოს ასევე სებასაც. და ბოლოს კარლიტო ფანტასტიკა ხარ შე ჩემა
მატიელო იცით ვინაა? კომანი ყველამ იცის მატიელო არა, რატი ფრანგი რო არაა და კიკინა რო არ აქ? ერთმა ორმა იცის თქვით მატიელოც კაი ფეხბურთელიაო
ცუდს ვერაფერს ვიტყვი მაგ კაცზე, გუშინ ცუდად არ ჩართულა თამაშში და სხვა რა უნდა გითხრათ მომავალი გვიჩვენებს, მაქსმა უფრო ხშირად უნდა შემოუშვას თამაშში რომ დაამტკიცოს თავისი შესაძლებლობა.
ბევრი კონკურენტი ყავს, ისე უნივერსალია, ორივე ფლანგზე თამასობს დაცვაშიც ნახევარდაცვაშიც და ცენტრშიც
ყველაზე მეტარ იცით რა მიკვირს ამ შემადგენლობაში ყველას არ მოსწონს პადოინი და მათ სორის მეც მაგრამ ამ კაცის გაფუჭებული ჯერ არ მინახავ ამის შეცდომით გოლი რომ გაგვეშვას არც ეგ მახსენდება და რატომ არ ვაფასებთ მის თამაშს ვერ ვხვდები ძირითადს არ ითხოვს ნებისმიერ დავალებას ასრულებს ფლანგზე მერე რა რომ ზუსტ პასს ვერ აკეთებს ყველა გუნდს ყავს ასეთი პადოინი
ჩემი აზრით ეს კაცი შედეგების გათვალისწინებით დამონაცემების ბალანსით ჯოვინკოს ჯობია და გინდა მომკალით.
მატიელოს სხვა თამაში სამწუხაროდ არ მინახავს და მხოლოდ გუშინდელით ვერ ვიმსჯელებ, ძალიან ცოტა დრო მიეცა თავის გამოსაჩენად. ამიტომ მოგვიწევს დაველოდოთ. ცუდი ბიჭი არ ჩანს, მეტს ვერაფერს ვიტყვი. რასაც კომანზე ვერ ვიტყვი, ის მართლაც ძალიან მაგარი ჩანს, ასე თუ გააგრძელა არაფრით არ იქნება არავისზე ნაკლები ფეხბურთელი. მას აქვს ყველაფერი რაც უნდა ჰქონდეს მისი პოზიციის ფეხბურთელს. გრაფზე კი ცუდს ნამდვილად ვერ ვიტყვი, რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა. გრაფი ასეთი თამაშებისთვის საჭიროა. ტიპი ძირითადში ადგილს არ ითხოვს, დიდ ხელფასს არ იღებს, ყოფნის ეტყობა რასაც უხდიან, თანაც იტალიის უკვე რამდენგზის ჩემპიონია, თუ ლიგაზეც “რამე” მოვიგეთ იქაც წილში იქნება, ასე რომ ყველა მხარეს აწყობს რომ ის… Read more »
ერთი ამ პეპეს რატო არ მიეცა შანსი თამაშის ვინმემ იცის? დავიჯერო გრაფიზე ნაკლებია?
კომანი და მორატა ძირითადის ფეხბურთელებია რა. მაქსმა ორივე უნდა დააყენოს ძირითადში. და დაივიწყოს ეგ 3-5-2 ფარჩაკული ტაქტიკა.
ბევრიხანი კი არადა ბოლოს როდის გავიმარჯვეთ ასეთი შედეგით. კარგია ეგ ფსიქოლოგიაზე კარგად მოქმედებს.
გუშინ უმრავლესობას ნაკლები ჰქონდათ დაწერილი და დამესიეს თავზეეე…..:mrgreen::mrgreen::mrgreen::mrgreen::mrgreen::mrgreen::mrgreen::mrgreen::mrgreen::mrgreen:
გრაფმა რა ცუდად ითამაშა ჩემი აზრით საუკეთესო თამაში ჩაატარა რაც იუვეში გადმოვიდა?არაფერი გაუფუჭებია და რამდენიმე კაი ჯარიმა მოუტანა შეტევაში გუნდს პასების უმეტესობაც ზუსტი ქონდა თავის საქმე კარგად გააკეთა და მაგაზე მეტი არ შეუძლია:D პეპეს ამ მომენტში არაფრით ჩამოუვარდება მიუხედავათ იმისა რო მევასება ეგ ფეხბურთელი და ნამდვილი იუვენტინოა.გრაფს თამაშის თუარა ვარჯიშის პრაქტიკა მაინც აქ:D პეპე კიდე საოპერაციო მაგიდიდან არ ამდგარა მერამდენე წელია და ფორმა დაკარგული აქ ვაბშე
პეპეს ფეხი ნახეთ? აქ ზოგი ლანძღავს ძალით არ ბრუნებაო და მარტო ხელფასისთვისაა გუნდშიო, გუშინ უპასუხა მაგნაირ ქომაგებს და კაი იქნება თუ დადებთ
https://www.facebook.com/152615024782324/photos/a.153036041406889.27928.152615024782324/808105379233282/?type=1&comment_id=808114855899001&offset=0&total_comments=4¬if_t=photo_reply
http://www.goalsarena.org/en/video/italy-serie-a/09-11-2014-juventus-parma.html
ლინკი არავის გაქვთ ვერ ვუყურე გუშინ თამაშს დადეთ რა თუ იცით
ჩვენც აღფრთოვანებული ვართ… ყოჩაღ ბიჭებს და მათ შორის ალეგრის
მარკიზიომ მართლა ძალიან მაგრად ითამაშა
დღევანდელი თამაში დასტურია იმისა რომ 4-4-2 4-3-3 4-3-1-2 ანუუუ 4 მცველით თამაში უკეთესია… ეს იმიტომ რომ არც ლიხშტაინერი და არც ასამოა ევრა არაა გარეტ ბეილი და დანი ალვეში რომ ფლანგზე ვინგერად ათამაშო… დღეს დავინახეთ რომ გუნდს სიახლე სჭირდებოდა და არა წვალებით და ინერციით 3-5-2 თამაში… ლიხშტანერმა დღეს დაგლიჯა უძლიერესი მატჩი ჩაატარა… მორატამ დაანახა მწვრთნელს რომ ყოველთვის მზადაა და ის და ლორენტე თანაბარ დროს იმსახურებენ… ტევესმა გოლი საოცრება გოლი შედევი გაიტანა… ასეთი კაგი იყოს ნეტავ სულ… პოგბამ კი თავისი ორი უძლიერესი და ზუსტი დარტყმით 2 გოლი მოუტანა გუნდს ლორენტესა და ტევესის შესრულებით… და მთავარი საოცრება იყო მარკიზიო… პილოს პოზიცია ხომ სრულად… Read more »
ასევე რომულო და კომანიც რა კარგები იყვნენ…
კომანმა პასი კლასიიი გააკეთა… ასეთ პასებს ფანტაზისტები აკეთებენ და ეს კინგლსი კომანი გვყავს ჩვენ!!!
ამიტომაა 4-3-3 და 4-3-1-2 კარგი მეტი ფოვარდია მოედანზე და მეტი დრო და შანსი ეძლევათ…
რადგან 3-5-2 ეს რეალურად 5-3-2 ია და 5 მცველით ვე მოიგებ თამაშებს…
3-5-2 იქნებოდა როცა ეს გუნდი გყავს და ახ როგორ მინდააა!!!
————–ბუფონი
—–ტურამი—კანავარო—მალდინი—
ბეილი—ვიდალი–პირლო–მარკიზიო—ძამბროტა
——–დელპიერო—-რონალდო(კიჭა)
აი ძმაო 3-5-2
და არა 5 ცველით!!! რადგან ასამოა-ევრა-ლიხშტაინერი 80%-ით დაცვითი ფუნქციების ფეხბურთელები არიან!!!
გილოცავ ალეგრი! ასე შე კაცო ითამაშე შენი ფეხბურთი. შემტევი,ლამაზი და მრავალფეროვანი იყო დღეს იუვე,რაც მთავარია საინტერესო საყურებელი,არა მარტო გოლების გამო… აქვე მინდა ავღნიშნო პარმას სისუსტე,თუმცა ეს არ აკნინებს კარგ თამაშს.ყოჩაღ კარლიტო,მორატა(გილოცავ პირველ დუბლს-ეს ერთი და სხვა მრავალი:)) ლორენტე არ ყოფილა ჩამოსაწერი:),კომანიც “მალადეც”! აი ლიხშტაინერი რამ გადარია ასე(ფუი ეშმაკს…თვალი არ ეცეს )?ეჭვი მაქვს ჩვენს საიტზე შემოდის ჩუმჩუმად
გამიგია ხეს თუ ეტყვი “ნაყოფს თუ არ მოისხამ მომავალ წელს მოგჭრიო” და ამასთანავე ნაჟახის პირს დაადებ შესაშინებლად, მაშინ თუ მას რამე შეუძლია მომავალ წელს უეჭველი მოისხამსოოო…. :)))) ეგ დაემართა ეტყობა ლიხტშტაინერს. შეიძლება ვცდები, მაგრამ დღეს სხვებზე სუსტად პერეირა მომეჩვენა. კომანს კი ბრავო კინგსლი, ბრავო, მაგარი მოტივაციით შემოვიდა ტიპი და ყველაფერი აქვს მე თუ მკითხავთ, სისწრაფე, ხედვა, ტექნიკა, ბურთის ფლობა, მოკლედ ვფიქრობ მაგარი შენაძენია, ამასაც სათამაშო დრო უნდა, როგორც მორატას. უკვე დიდი კონკურენციაა როგორც ნახევარდაცვაში ისე თავდასხმაში. ჯიჯის დიდი შრომა არ ჰქონია, მაგრამ იმ ერთ ორ ეპიზოდშიც კი ძალიან დამაჯერებელი იყო. კარლიტოსსსსსს…. კაცი ლეგენდა, უძლიერესია და თავდადებული რაც მთავარია, ლორენტეს ჩამოწერა… Read more »
ასე გააგრძელე მაქს