მორატა : ” იუვეში მსურს დარჩენა ”
იუვე დაეხმარა მას მოეპოვებინა ესპანეთის ნაკრებისგან მიწვევა და დაეჩრდილა ისეთი ფორვარდები, როგორებიც არიან ლორენტე და დიეგო კოშტა. შედეგად ალვარო მორატა ყველაფერს გაიღებს ბებერი ქალბატონისთვის : “ნამდვილად არ მსურს რეალში დაბრუნება, რადგან ტურინმა ჩემს კარიერას ახალი ბიძგი მისცა. აქ ბედნიერი ვარ და როდესაც ადამიანი თავს ასე გრძნობს, ბუნებრივია ატმოსფეროს გამოცვლაზე აღარ ფიქრობს. ვაპირებ სრულად დავუბრუნო კლუბს ის რაც თავად გაიღო ჩემთვის. გამოსასყიდი თანხა? ეს მხოლოდ მამაჩემმა და ჩემა აგენტმა იციან. რაც შეეხება სამწვრთნელო სესიას, მერწმუნეთ აპენინებზე გაცილებით რთულია ვიდრე ესპანეთში. აქ უდიდეს ყურადღებას უთმობენ ტაქტიკურ ნიუანსებს და ფიზიკური დატვრითვებიც სულ სხვა დონეზეა აყვანილი. შესაძლოა ამ ყოველივესთან ადაპტირება მალე გავიარე, მაგრამ ძირითადი შემადგენლობისთვის კიდევ ბევრი რამ უნდა ვისწავლო”.
წყარო: CanaleJuve
როგორც გინდა ისე გამიგეთ და მე მჯერა ამ ტიპის.