პოგბა : “ტურინში დარჩენა დიდხანს მსურს”
“ლაციოსთან” მოგებული მატჩის შემდეგ ბედნიერი ჩანდა პოლ პოგბა, რომელმაც ჟურნალისტებს საინტერესო ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ ტურინში დიდხანს აპირებს დარჩენას : “კარგად ვითამაშეთ, ბურთს ხშირ შემთხვევაში ვაკონტროლებდით, დამაჯერებლები ვიყავით დაცვაშიც.დუბლმა ორმაგად გამახარა, რომში გოლების გატანა არც ისე ადვილია, რაც შეეხება ჩვენს გუნდს, კარგ ფორმაში ვართ და შეგვიძლია, ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფიდან გავიდეთ.პროგრესს განვაგრძობ, მინდა ერთ დღეს საუკეთესო გავხდე, “რეალი” ? – უდიდესი გუნდია, თუმცა ტურინში ბედნიერი ვარ, დიდხანს დავრჩები აქ.რატომ გამიშვა “იუნაიტედმა” ? – არ ვიცი, შეგიძლიათ იგივე კითხვით ბრიტანელებს მიმართოთ.თავისუფალი აგენტი ვიყავი და თავად გადავწყვიტე, სად მსურდა თამაში.გუნდში თანაგუნდელების უმეტესობა პატარა ძმასავით მექცევა, ჯიჯიმ მატჩის წინ ისეთი რამ მითხრა, კამერების წინ ამას ვერ გავიმეორებ.”წყარო : Football Italia
მიდი პობიტოოო ეგრე გააგრძელე
მეც მინდა მაგრამ……… ოხ ამ შეიხების :@.... .... პერესის კიდე უფრო და უფრო გაგვიჭირდება ამის შენარჩუნება