ასამოა ქირურგიული ჩარევის ზღვარზეა
არა და არ დასრულდა მიმდინარე სეზონში ტრავმირებულ ფეხბურთელებზე ინფორმაციების გავრცელება. ამ ეტაპზე საქმე განელ კვადვო ასამოას ეხება, რომელმაც დაზიანება ჯერ კიდევ ემპოლისთან შეხვედრის დროს მიიღო. დიახ, მან იასპარეზა შემდგომ დაპირისპირებებში თუმცა მუხლის არეში არსებულმა დისკომფორტმა არ მისცა მაქსიმალური დატვირთვის საშუალება და აგერ უკვე რამოდენიმე კვირაა კვადვო უსაქმოდ არის დარჩენილი. იტალიური მასმედიის მტკიცებით არ არის გამორიცხული გამწვავებული ტკივილის გამო აფრიკელს ოპერაცია გაუკეთდეს. მიმდინარე კვირა გახდება საკვანძო ამ კუთხით. კლუბი ცდილობს ყველანაირად, რომ მას არ დასჭირდეს ქირურგიული ჩარევა, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში ორი თვით დატოვებს მინდორს მიღმა ასამოას.
წყარო: Tuttosport
ფუი ამ ქართუი ტვ ს … რა თამაშბს უჩვენებენ
dges malmio unda gavxiot
ასამოა ეგ არ გვაწყობს. ძალა მოიკრიბე