ალეგრი: ” აი რატომ დავუბრუნდით ძველ ფორმაციას… “
ნოემბრის 6 მატჩის მიჯრით მოგების შემდეგ, გუშინ, მასიმილიანო ალგერის გუნდი “ფიორენტინასთან” აღებულ ერთ ქულას დასჯერდა. ეს 2012 წლის ნოემბრის შემდეგ პირველი შეხვედრაა, სადაც “ბებერმა სინიორამ” მწვანე მინდორი გატანილი გოლის გარეშე დატოვა. ტურინელთა დამრიგებელმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც მისი გუნდი, გუშინ, ისევ 3-5-2 ფორმაციას დაუბრუნდა, რასაც, საბაოლოო ჯამში, უგოლო ფრე მოჰყვა.
“ლიხტშტაინერის არყოფნაში, მაშინ, როდესაც პადოინმა დაატმკიცა, რომ მარცხენა დაცვის ფლანგზე თამაში ძალუძს, ვიფიქრე, ამ ფორმაციით კუადრადოს სწრაფი მანევრებისგან თავის დაცვას უკეთ შევძლებდით, მეორე ტაიმში კი ისევ გადაეწყობოდა გუნდი. თუმცა კიელინიმ და ოგბონამ ყვითელი ბარათები მიიღეს, რატომაც გადავწყვიტე, მეორე ნახევარში ამგვარი ცვლილებებისაგან თავი შემეკავებინა. “ფიორენტინამ” კარგი წინააღმდეგობა გაგვიწია, მაგრამ სამი საგოლე შანსი გვქონდა და მათი უკეთ გამოყენება გვმართებდა, ასეთ თამაშებში რეალიზაციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ”
” პირველ ტაიმში ვიდალის არაზუსტი გადაცემის გამო კონტრშეტევაზე დაგვიჭირეს, რაც არც ისე ხშირად ხდება. საერთოდაც, გუშინ უფრო მეტ შეცდომებს ვუშვებდით, ვიდრე ჩვეულებრივ. რაც შეეხება კომანს, მან კარგი თამაში ჩაატარა, ფრანგი ძალიან საშიში ფეხბურთელია, განსაკუთრებით, ერთ-ერთზე სიტუაციებში. ცუდად არც ლორენტეს უმუშავია, მაგრამ ეს ყველასათვის რთული შეხვედრა გამოდგა. როცა ორი გუნდი იდენტური მონახაზით თამაშობს, ინდივიდუალურ ოსტატობაზე ბევრი ხდება დამოკიდებული. ლორენტე იმიტომ ავირჩიე, რომ ფიზიკური კონდიციებიდან გამომდინარე, ბურთს კარგად იკავებს და პირველ ტაიმში ეს საკმაოდ კარგადაც გამოსდიოდა. მისგან განსხვავებით, კომანი სივრცეებით უტევს, ასეთი ორი შემტევის დაყენება კი რისკს ქმნიდა, რომ შეტევაში მასპინძლები ადვილად ჩაგვკეტავდნენ. პერეირას ნაცვლად, შემეძლო, მორატა შემომეყვანა, მაგრამ მაშინ, როცა ორი მცველი მყავდა გაფრთხილებული, ეს ზედმეტ რისკად მივიჩნიე. ”
” “მადრიდის ატლეტიკო”? საოცარი განწყობით ვხვდებით ამ შეხვედრას. ეს უმნიშვნელოვანესი მატჩია, რომლის ორბურთიანი უპირატესობით მოგება უნდა ვცადოთ, რადგან ჩვენი მიზანი შემდეგ ეტაპზე გასვლაა, ხოლო იმედია, ამას პირველი პოზიციით გავაკეთებთ. ”
შმომანი და ლორენტე უყურებს თამაშს? ძაძა მასტერკლასს ჩაუტარებს თუ ნდათ
ამ ევრამ აუდოს ზამტარში სადმე არაბეთში და ვინმეა მოსაყვანი ცოტა წესიერი, ამ მატიელოს მიცენ ცოტა შანსი, იქნებ რა შეუძლია
კონტე ატლეტიკოსთან ნიჩიაზე ითამაშებდა, ეს კი იძახის მოსაგებად ვითამაშებთო და ვნახოთ აბა
თუ მინიმუმ ორი ბურთის სხვაობით მაინც არ მოვიგეთ ერთბურთიან უპირატესობას და ფრეს ერთი ფასი ექნება, ამიტომ ვნახოთ ალეგრი რას გადაწყვეტს. დიდი ძალისხმევა იქნება საჭირო პროგრამა მაქსიმუმის შესასრულებლად, რადგან ატლეტიკო არ არის ის გუნდი ორბურთიანი სხვაობით იოლად რომ მოუგებ. აქედან გამომდინარე ვნახოთ ალეგრი ძალებს დაზოგავს, თუ “ბოლო” თამაშის პრინციპით განაწყობს იუვეს?
,, ცუდად არც ლორენტეს უმუშავია, მაგრამ ეს ყველასათვის რთული შეხვედრა გამოდგა. ”
ეს კაცი მირაჟს ხო არ ხედავს და ლლორენტე ტრეზეგედ ხო არ ეჩვენება ეს როგორც კონტეს ეჩვენებოდა ტრუსინიჩი იბრაჰიმოვიჩად.
ლლორენტეს ბევრად ჯობს გომესი წუხელ ეგ კარგად გამოჩნდა. აგრესიულია არ ეშინია და ყველა ბურთზე იბრძვის მიუხედავად დარღვევებისა.
მორატა კომანი ან ჯოვი უფრო ეფექტური იქნებოდა წუხელ სასტავში.