პარატიჩი კრამარიჩისთვის …
იტალიური პრესის ინფორმაციით ბიანკონერის სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი ზაგრებში იმყოფებოდა სადაც რიეკსა და დინამოს შორის გამართულ დაპირისპირებას დაესწრო. ფაბიო იქ კონკრეტული მიზნისთვის და კერძოდ ანდრეი კრამარიჩის სანახავად იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ დინამომ მეტოქე 3-0 გაანადგურა კრამარიჩმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ იმყოფება კარგ ფიზიკურ კონდიციებში. ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია თითქოს 23 წლის ფეხბურთელი უკვე გაფორმებული იყო ბიანკონერის მხრიდან, მაგრამ ეს მტკნარი სიცრუე აღმოაჩნდა. რეალურად კი საქმე ასე გამოიყურება: 1.5 მილიონი ევრო წელიწადში – ეს იქნება თავდამსხმელის ანაზღაურება, ანუ პირად კონტრაქტზე ხარვეზი არ არის, მაგრამ მოსალაპარაკებელია თავად ტრანსფერის ღირებულება კლუბთან. რიეკი 10 მილიონს ითხოვს, მაშინ როცა იუვე 8-ზე მეტის გადამხდელი არ არის. საქმეს ასევე ლონდონის ჩელსის მხრიდან გამოჩენილი ინტერესიც ართულებს. მათი სატრანსფერო შესაძლებლობების შესახებ კი თქვენც კარგად მოგეხსენებათ.
წყარო: Corriere dello Sport
მილანის ქართულ ფანკლუბზე ერთი კარგი რამ აღმოვაჩინე მენეჯერი კარგი იქნებოდა ჩვენთანაც რომ ყოფილიყო მე რომ მენეჯერი ვყოფილიყავი გუნდს ასე დავაკომპლექტებდი გუნდიდან გამოყოფილ 70 ლიმონს დავამატებდი ამ გაყიდული მოთამაშეებიდან აღებულ თანხას ანუ ამ ხალხს გავუშვებდი რუბინიო – 0,8 პეპე – 3,5 პადოინი – 5 ლიხშტაინერი – 13 ჯოვინკო – 10 ლორენტე – 15 ევრა – 1,5 მარონე – 4 მოტა – 2,5 ანუ აქედან აღებულს დავამატებდი 70 და 125 ლიმონად ამ ხალხს მოვიყვანდი მცველები: დარმიანი 13, ვერტონგენი 18, რომანიოლი 7 ნახევარ მცველები: დეპაი 18, ლუკას მოურა 45 თავდამსხმელები: დესტრო 15, მიტროვიჩი 10 ამათ + მასი, ლეალი, ბერარდი და ძაძა როგორია აბა… Read more »
ვეძებ და ვერ ვპოულობ, რა აღმოაჩინე მილანის ქართულ ფანკლუბში, თუ მის საიტზე კარგი? :))))))
რამე გამოკითხვა/ანალიზი/გარჩევა აქვთ სახელწოდებით “მე რომ მენეჯერი ვყოფილიყავი”???
მენეჯერი ქვია და ხალხის გამოკითხვით ირჩევენ კონკრეტულ პიროვნებას და ის ადგენს თავის გუნდს ანუ ვინც თანხაში მოუვა + რაღაც გამოყოფილი აქვს თვითონ კლუბს და იმასაც ამატებს.
კარგი პერსპექტიული ბიჭია იყიდონ იქნებ გამოგვადგეს მაგრამ ამას მე მილიკი, მიტროვიჩი, დესტრო მირჩევნია და ამათგან ერთი რომ მოვიყვანოთ ძალიან გამიხარდება
ისე კი ამ სატრანსფერო პერიოდში კარგი იქნება
საუოლოდან – ძაძას და ბერარდის
ტორინოდან – დარმიანს თუ მოიყვანენ ძალიან გამოგვადგებიან მითუმეტეს დარმიანი ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში ასევე ძაძას თავდამსხმელების უკან ნებისმიერ პოზიციაზე გამოგვადგება.
ძაძა, ბერარდი, გაბიადინი ძალიან მაგრად თამაშობენ და ესენი ვიღაც ხორვატს დასდევენ, რომელსაც ყველა გოლი პენალის წყალობით გააქვს :):)