ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი :”მათ წინააღმდეგ ნებისმიერს გაუჭირდება”

“მადრიდელთა წინააღმდეგ ასპარეზობა ყოველთვის დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული, რადგან სიმეონეს გუნდი თავს ბრწყინვალედ იცავს. პირველ ნახევარში ბუფონმა გვიხსნა ერთ ეპიზოდში, თუმცა ჩვენის მხრივაც გვქონდა კარის აღების შესაძლებლობები. მეორე 45 წუთში კი ვცდილობდით როგორც გამარჯვებას ასევე არ დამარცხებასაც. არანაირ კომპრომისზე არ ვიყავით თანახმა ეს არის სრული სისულელე. ოლიმპიაკოსთან და ატლეტიკოსთან პირველ მატჩებში განცდილი მარცხი კი სრული ალოგიკურობა იყო და მეტი არაფერი”- საუბრობს მასიმილიანო ალეგრი.

“არის რამდენიმე ევროპული გუნდი, რომლებიც ოდნავ მაღლა იმყოფებიან დანარჩენებზე. ესენი არიან ბაიერნი, ბარსელონა, რეალი და ჩელსი. დანარჩენებთან თავისუფლად შეგვწევს თანაბარ პირობებში ბრძოლა.

უშუალოდ მატჩზე კი რა უნდა ითქვას, მადრიდელები პირველ ტაიმში ძირითადათ თავდაცვაზე ფიქრობდნენ და ამიტომაც ბურთის კონტროლი ჩვენს სასარგებლოდ 70%-ს სცილდებოდა. მეორეს მხრივ აღსანიშნავია პირლოს ეფექტური მოქმედება მანჯუკიჩის წინააღმდეგ, რადგან მეტოქე მეორე სართულზე საკმაოდ სახიფათოა და თუ არდამ ან გარსიამ საჭირო დროს განახორციელეს მანევრი, ამით პრობლემას ნებისმიერ გუნდს შეუქმნიან.

მსურს ბიჭებს მადლობა გადავუხადო თავდადებისთვის. ჩემპიონთა ლიგაში უკვე მეხუთე წელია მიწევს მუშაობა. გასული ოთხი მილანში ყოფნისას ერთხელაც კი არ მომხდარა შემთხვევა, რომ ვერ გავსულიყავით ჯგუფიდან. მწვრთნელს ძალუძს იმოქმედოს გუნდზე, თუ მანამდე არ დაანგრია იგი”.

წყარო: Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

21 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
irakli28
9 years ago

1juve ასტორისტან დაკავშირებით მართლა ცდება გარსია, მაგას რო არ ენდობა, ფლორენციზე კიდე რა გითხრა არაფერი განსაკუტრებული არ ჩანს მაგ ბიჭში და ზუსტად იგივე იტურბეზეც, დაწერას ვაპირებდი მარა ვაბშე სხვა თემაზე გადავდიოდი მერე და თავი შევიკავე… ერთი ჩევულებრივი იგროკია და რომაშიც საერთოდ ვერ გაიხსნა… ეს დესტრო კი მოგწონს ალბათ, რადგან იტალიელია მარა არც ეგ არაა მომავალი იბრაჰიმოვიჩი…. ტოტის თუ მაინცდამაინც არ უნდა სერიას მოგების გარეშე წასვლა, მომავალი სეზონის თამაშიც მოუწევს, ალეგრი არ დათმობს მგონი წელს და თუ ნორმალური ხალხი დაუთრიეს გარსიას მერე წავა კაი დაძაბული ჩემპი

Di Francesco # 1
9 years ago
Reply to  irakli28

დესტრო მომწონდა სიენაში, მის მერე შეაჩერა პროგრესი

Di Francesco # 1
9 years ago

irakli28
დე როსი სად იყო? ასტორი სად იყო? ფლორენცი?
იანგ მბივებს არ ჯობია ასტორი? ანდა კეიტა ვინაა? დე როსიც და სტოროოტმანიც სასტავში უდნა ყოფილიყო
ტოტის რო ვერ სვხმს კიდე სკამზე მაგი მის სისუტეზე მიანიშნებს, დროა უკვე ტოტიმ სკამზე გადაინაცვლოს
იტურბე მომავალი მესიაო რო იძახოდნენ აქ სად არიან ის ხალხი? უფასო ბერარდი რათ გვინდა 30 მილიონიანი იტურბე ჯობიაო და ეს ხალხი მერე ფეხბურთზე დაგიწყებს ლაპარაკს
მაშინაც ვიძახოდი რო იტურბე ხოლოდ იმიტო გერჩივნათ ბერარდის რო იტურბე იტალიელი არ იყო :lool:

Di Francesco # 1
9 years ago

irakli28
შენ კომანტარის მარტო პირველი ნაწილი მოგწერე, იტურბეზე რას ფიქრობდი არ ვიცი, უბრალოდ აქ ბევრი იყო იტურბეს ფანი და მომავალ მესის უძახოდნენ

irakli28
9 years ago

გარსიამ ამოიტანა ნეხვიდან ეგ რომა და ეხა სიკვდილის ჯგუფში ჩარჩენის გამო რო გაუშვან ტეხავს, ცოტა ნორმალური ტრანსფერები და კაი გუნდს დააყებებს ეგ ცოტა ხანში…. რა ქნას ტიპმა, გამოგდებული ფეხბურთელებით უწევს ტამაში…. რაღა დროს კეიტაა აწი, ტოტისაც ეტყობა ასაკი, მაიკონზე და კოულზე არაფერს ვამბობ, არსენალიდან გამოგდებული ჟერვინიოც ფაფხურობს ვითომ რაღაცას, მარა კლასი აკლია მაინც……. აქ ბევრს არ უნდა კონტეს წვლილის დანახვა, მაგრამ ფაქტიურად კონტემ შექმნა ის ძლიერი ნახევარდაცვა რაც დრეს იუვეს აქვს…. ერთი ჩვეულებრივი მოთამაშე იყო ვიდალი ლევერკუზენში, პოგბას 15 წუთს არ აძლევდნენ მანესტერში, პირლოსაც კაი ჩავარდნა ქონდა თორე არავინ არ გამოუშვებდა მილანიდან, ერთადერთი მარკიზიო დახვდა აქ კონტეს და მაგანაც ასე… Read more »

Di Francesco # 1
9 years ago

ფი ფრანჩესკო მიიყვანონ რომაში, გარსია არაა გრანდების ტრეინერი, დი ფრანჩესკო კიდე დიდი მწვრთვნელი გახდება

arseni
9 years ago

რომას მთავარი პრობლემა არის კლასიკური 9 ნომრის არ ყოლა … და + ფეხბურთელების ასაკიც და მე 3 ის რომ ევროსარბიელზე არასდროს ბრწყინავდნენ – ერთეულ თამაშებს არ ვგულისხმობ

vakhtang karchava
9 years ago

რომას არც ჭკუა ეყო და არც კლასი!

nika chigladze
9 years ago

კენჭისყრა 15 არის ორშაბათს ჩვენი დროით 15 საათზე

ელგუჯა ობოლაძე

კენჭისყრა როდისაა ვერ მეტყვით?

ელგუჯა ობოლაძე

ალეგრი უძახე და მშვენივრად ართმევს თავს ჯერჯერობით… და არ მგონია ჩემზე მეტი წინააღმდეგი ყოფილიყო ვინმე ამის დანიშვნის. ბევრი დასახვეწი გვაქვს კიდევ, მაგრამ თამაშს , რომელსაც თამაშობს იუვე წელს არაა ცუდი…

9 years ago

რასაც კარგს იზამს მას დამშვენდება და გულით ვუქომაგებ, ჩემი თავდაპირველი შეხედულების მიუხედავად… მე ვაქებ და მივესალმები პრაგმატიზს და შედეგზე ორიენტირებულ ფეხბურთს. არ მიმაჩნია ზოგადად სწორი, რომ სადაც გაგდის იქ გადაირიო მხოლოდ. ანუ გუნდს იმ ძალით უნდა მოუგო რაც მის მოსაგებად არის საჭირო. ამიტომ მომწონდა კონტე და სტაბილურობა არის ყველაზე კარგი.
არ მომწონს ის გუნდი, რომელიც ერთ დღეს 9:0 მოიგებს და მეორე დღეს თამაშს წააგებს.
ალეგრის მოწიანაღმდეგე მეც ვიყავი, მაგრამ ისეთი ცუდი სულაც არ აღმოჩნდა, რაც მეგონა, თუმცა ალეგრი იუვეს მწვრთნელი მაინც არ უნდა იყოს ჩემი აზრით.

ელგუჯა ობოლაძე
Reply to 

არ უნდა იყოს ნამდვილად და სიმართლე გითხრა მეშინოდა, ისევ მე-7 ადგილზე არ დავქვეითებულიყავით, მაგრამ ჩემდა სასიხარულოდ ალეგრიმ სასიამოვნოდ გამაკვირვა!!! თუმცა რომ არა იტალიური ფეხბურთის კრიზისი ეხლა სულ სხვა იქნებოდა იუვეს ტრენერი. ღმერთმა ქნას და რამეს მიაღწიოს… მენატრება დრო, როცა ლიგაზე იუვეს გულშემატკივრობისას ბარსას და რეალს სახლში ვუშვებდით და სიხარულისგან თითო მოგებაზე, სახლში თითო სკამით ნაკლები მრჩებოდა, მეზობლები კიდე ლოცულობდნენ რაც შეიძლება მალე გამოვარდნილიყო იუვე გათამაშებიდან.

vakhtang karchava
9 years ago

:lool: :lool: :up:

9 years ago

მართლა მაგარი წლები გვქონდა, რეალს და ბარსას გათამაშებიდან რომ ვთიშავდით. ბარსა ათი კაცით დარჩენილებსაც დაგვიმარცხებია და ზიდანით გაძლიერებული რეალიც ზედ მიგვიყოლებია. სასწაულებს აკეთებდა იუვე.
რაც შეეხება ალეგრის, მიუხედავად იმისა, რომ მე მისი დანიშვნის კატეგორიული წინააღმდეგი არასდროს ვყოფილვარ ვფიქრობ, რომ მოლოდინს უკვე გადააჭარბა. ყველა გუნდთან სხვადასხვა ტაქტიკით ათამაშა იუვე, რაც თანამედროვე ფეხბურთში აუცილებელია. სადაც საჭირო იყო 3-5-2 ათამაშა და სადაც ეს სქემა არ გამოდგებოდა იქ 4-4-2-ს, ხან 4-4-1-1-ს, ხანაც 4-5-1 (ატლეტიკოსთან ნათამაშებ სქემას მე მხოლოდ ეს ფორმულირება შემიძლია მოვუფიქრო, რადგან ტევესი ფაქტიურად ნახევარდაცვიდა უტევდა).
მოკლედ ბრავო ალეგრიიიიი…. ბრავოოო…. ფეხბურთელების როტაციაც კარგი იცის და სათამაშო სქემისაც.
:forza: :forza: :forza: :forza: :forza:

9 years ago

იგივე შეიძლება დამართოდა იუვეს, რაც დაემართა რომას გუშინ. მაგრამ ალეგრიმ კარგი ქნა, რომ არ შეუტია თავქუდმოგლეჯილი და კარის შენახვაზე ბურთის კონტროლზე გაკეთდა აქცენტი. როცა 0:0 გაწყობს, და ითამაშებ 0:0 მაშინ ხარ ძლიერი ჩემი აზრით. სხვაობა მითუმეტეს კიდე უფრო მეტი იყო, რომა 0:0 შემთხვევაშიც და მოგების შემთხვევაშიც მეორე ადგილზე გადიოდა და არანაირი შანსი არ ქონდა ბაიერნზე დაწესვის. აი იუვეს შეეძლო, რომ პირველზე გასულიყო, მაგრამ რთულია ატლეტიკოს ნაირ ძაღლ გუნდს 2 გოლი შეუგდო და ამიტომ დაყაბულდა ფრეზე და უეჭველ მეორე ადგილს. საწყენია რომას ჩარჩენა ნამდვილად, მაგრამ როცა გადამწყვეტ მატჩს საკუთარ მოედანზე თამაშობ, და მაშინ როცა ფრეც გაწყობს (0:0) იმდენი უნდა შეძლო, რომ… Read more »

jjj jjj
9 years ago
Reply to 

100%

jjj jjj
9 years ago

ცუდ დღეშია იტალიური ფეხბურთი!!! გერმანული გუნდებიდან ოთხივე გავიდა ჯგუფიდან…

vaxo turqadze
9 years ago

იტალიური გუნდები ალბათ ევროპა ლიგას აწვებიან,ინტერს,ფიორეს და ნაპონის რომაც დაემატა,დიდი ალბათობით ტორინოც გავა და ამ 5 იტალიური გუნდიდან ფინალს მაინც თუ ვერავინ უწია,მაშინ ნამდვილად ცუდადაა მთლიანად იტალიის საქმე და რაღაც უნდა მოიფიქრონ,ან საერთოდ უნდა გააუქმონ ჩემპიონატი!

karlo
9 years ago

Romas dedas she…ci ra yl…bi yofilan

AKAKI nozadze
9 years ago

Verati ras yomarobs xedavt?? momavalia es
bichi italiis :italy: :italy:

| Newsphere by AF themes.
21
0
Would love your thoughts, please comment.x