ლიპი: “მომავალ წელს იუვე განიმტკიცებს ლიდერობას”
“დღეისათვის ტურინმა და რომმა სერია ა ორი გუნდის გათამაშებად გადააქციეს, რადგან ჯერჯერობით ჰორიზონტზე არ ჩანს სხვა რომელიმე კლუბი, რომელიც ჩაერევა მათ ბრძოლაში და შეეცდებიან სკუდეტოს მოპოვებას. ბიანკონერი ზამთრის ჩემპიონი გახდა და გათამაშებას დამაჯერებლად ლიდერობენ, მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ ალეგრის გუნდი 100%-ით ჩემპიონი იქნება. რაც შეეხება გარსიას კრებულს ლიგაზე ასპარეზობამ თავისი შედეგი გამოიღო და გუნდს შეექმნა ხარვეზები. ევროპა ლიგა განაგრძობს მათი ძალების წართმევას”– საუბრობს ჟურნალისტებთან მარჩელო ლიპი.
“ტოტიზე და მათზე აუცილებლად იქონიებს ზეგავლენას 7-1, რომელიც ბაიერნთან დაფიქსირდა. რომას მხარეს ამ ეტაპზე არის შეხვედრა, რომელიც უნდა გაიმართოს ოლიმპიკოზე ბიანკონერთა წინააღმდეგ, მაგრამ ჩემი პირადი მოსაზრებით 2015 წელი განამტკიცებს მოქმედი ჩემპიონების ლიდერობას.
“სუპერ თასი? დაღლილობამ თავისი შედეგი გამოიღო, მიუხედავად იმისა, რომ ტევესმა მომენტალურად გახსნა ანგარიში. თუმცა, ნეაპოლიტანელთა შეუდრეკელმა ხასიათმა და იგუაინის მაღალი დონის ასპარეზობამ მატჩი პენალტების სერიამდე მიიყვანა, რომელიც უკვე ლატარეაა და მეტი არაფერი. ალეგრის გუნდი როგორც ყოველთვის გამარჯვებისთვის იყო მინდორზე გასული. ფაქტია, რომ მოქმედ ჩემპიონებს ფანტასტიური გუნდი ჰყავთ და გასულ წელთან შედარებით კიდევ უფრო თავდაჯერებულნი არიან. მარცხის შემდეგ ისინი მეტად მოტივირებულნი იქნებიან. ამიტომაც არ ვფიქრობ, რომ მარცხი ნეგატიურად იმოქმედებს, პირიქით ის დამატებითი სტიმული გახდება ალეგრისთვის”.
წყარო: Football Italia