“იუვენტუსი” სნეიდერს 1,5 წლიან კონტრაქტს სთავაზობს
ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელები უესლი სნეიდერის გასაფორმებლად თურქულ “გალათასარაისთან” აწარმოებენ მოლაპარაკებებს.გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯუზეპე მაროტა მზადაა ჰოლანდიელ ნახევარმცველს 1,5 წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს, თავად კლუბს კი 18 თვიანი არენდა, 4,5 მილიონი ევროს სანაცვლოდ.მცირე აზიელებს 30 წლის შუახაზელის სანაცვლოდ 8 მილიონის მიღება სურთ, თუმცა ბიანკონერები “გალას” ფინანსური პრობლემების გამოყენებასა და სნეიდერის ხელში ჩაგდებას უფრო იაფად შეეცდებიან.აქვე გეტყვით, რომ სნეიდერით მანჩესტერ “იუნაიტედიცაა” დაინტერესებული.