“ფიორენტინა” ადასტურებს : “ნეტო ზაფხულში წავა”
ბრაზილიელი კიპერი ნორბერტო ნეტო “ფიორენტინასთან” კონტრაქტს არ ახანგრძლივებს. მოთამაშით “იუვენტუსი”, “რომა” და “ლივერპული” ინტერესდება და უკანასკნელი მზადაა შეთავაზება ახლა გააკეთოს, იტალიელები კი ზაფხულს ელოდებიან, როცა ბრაზლიელი თავისუფალი აგენტი იქნება. მოთამაშის კონტრაქტი ზაფხულში იწურება, “ვიოლა” კი კონტრაქტის გაუხანგრძლივლებლობას ვებ-გვერდის მეშვეობით ადასტურებს. “ნეტომ გადაწყვეტილება თავად მიიღო, რაღაც მხრივ ეს ფინანსების გამო მოხდა. მან ჩათვალა, რომ მისი მომავლისთვის ასე იქნება უკეთესი, ჩვენ მას ხელს არ შევუშლით.”-წერია ვებ-გვერდზე.