ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვეს” ნაინგოლანი კვლავ სურს

ჭორები იმის შესახებ, რომ “ბებერ ქალბატონს” კვლავ სურს ბელგიელი ნახევარმცველი კიდევ არსებობს. მოთამაშე “კალიარისა” და “რომას” საკუთრებაა, 50-50% პრინციპით, მაგრამ გუშინ რომალეთა წარმომადგენელი თანამესაკუთრეებს შეხვდა და მოთამაშის გამოსყიდვაზე მოლაპარაკებები წამოიწყო. მოთამაშის გამოსყიდვაზე პრობლემები შეიქმნა, რაც “იუვენტუსს” უპირატესობას უქმნის. მოთამაშის არენდა 3 მილიონი ევრო დაჯდა დედაქალაქელებისთვის, გამოსყიდვა კი სიტყვიერად 6 მილიონ ევროს უდრიდა, მაგრამ ფეხბურთელმა საკმაოდ დიდი პროგრესი განიცადა, ჩამოყალიბდა იტალიის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ, ასე რომ, “კალიარის” ხელმძღვანელობა ბევრად მეტს ითხოვს. იტალიურ პრესაში იწერება, რომ “იუვენტუსს” შეუძლია რაჯა ნაინგოლანის ყიდვა. “რომასა” და “იუვენტუსის” დაპირისპირება ტრანსფერის გამო ყველაზე მეტად “კალიარის” აწყობს, რადგან ისინი მეტ თანხას მიიღებენ.

წყარო: Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
9 years ago

რომას ჟერვინიო და ეგ ბიჩი მოატრევენ , მაგარი მებრძოლია და შორი პასიც კარგი აქვს, ბურთს კრაის უცვლის ეგრევე, მაგარია, ეგ რო ღირს მაგდენს ეს ოთხთვალა არ გააგდებს, არადა რა იქნებააა

mamuka iosava
9 years ago

უძლიერესი ფეხბურთელია…მაროტა ამის მომყვანი არაა ბიჭებო:))) არადა აგერ ნახავთ ბელგიის ნაკრებში (სადაც ჯერჯერობით არ სწყალობენ) ფელაინი-ვიცელი-დეფური-დან ამოაგდებს რომელიმე 2-ს …

giorgi nefaridz
9 years ago

მაროტა :lool: :lool: :lool: :lool: ამის მომყვანია

Tornike Iosava
9 years ago

ბრუციანი თუ ამას დაითრევს ძალიან გამიხარდება ძაან მაგარი ჩამშლელია და მებრძოლი ფეხბურთელიი მომწონს ძალიან და მივესალმები ამ ტრანსფერს :forza: :forza:

mishka berianidze
9 years ago

ეს რომ მოიყვანონ ჩამშლელის პოზიციაზე მინუმუმ 5 წელი არავინ არ დაგვჭირდება.

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x