კონტე : “იუვენტუსიდან წამოსვლა ძალიან განვიცადე”
იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე ჟურნალისტებთან საუბრისას სიმონე ძაძას საკითხს შეეხო, რომლის გადმობირებით ტურინის “იუვენტუსი” აქტიურადაა დაინტერესებული : “სიმონე შესანიშნავი ფეხბურთელია, მისი მდგომარეობა ორივე კლუბის წარმომადგენლებმა კარგად უნდა გაანალიზონ და ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღონ.ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, რომელ კლუბში იასპარეზებს იგი, მთავარია სათამაშო დრო ჰქონდეს, ნაკრებისთვის ეს აუცილებელია.2015 წელი სკუადრა აძურასთვის წარმატებული უნდა იყოს, ჩვენ ევრო 2016 – ზე თამაშის უფლება უნდა მოვიპოვოთ და დავამტკიცოთ, რომ საფრანგეთში ჩასვლის ღირსები ვართ.საბოლოო 23 ფეხბურთელში რამდენიმე ლიდერთან ერთად ის ფეხბურთელები მოხვდებიან, ვინც მზად არიან იტალიის სახელი ევრო ასპარეზზე დაიცვან.”იუვენტუსი” ? – გუნდიდან წამოსვლა ძალიან განვიცადე, ბებერი ქალბატონი სიგიჟემდე მიყვარს.”
nakrebs mixede da mjera rom 2016-shi naxevarfinalshi uechveli gavalt