მაროტა მილანში სატრანსფერო საკითხებს აგვარებს
ტურინის “იუვენტუსის” გენერალური დირექტორი, ჯუზეპე მაროტა ამ მომენტისთვის მილანში იმყოფება და რამდენიმე კლუბის წარმომადგენელთან მართავს მოლაპარაკებებს.უპირველეს ყოვლისა საქმე სტეფანო სტურაროს ეხება, რომელიც ბიანკონერებში დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა, შეთანხმება ენრიკო პრეციოზის გუნდთან უკვე მიღწეულია უახლოეს დღეებში, “ჯენოას” შუახაზელი ტურინს უნდა ეწვიოს.სებასტიან ჯიოვინკოს გუნდიდან წასვლის შემთხვევაში ბებერი ქალბატონის ხელმძღვანელები მეხუთე ფორვარდის დამატებას გეგმავენ, მაროტა/პარატიჩის სიაში კი პაბლო დანიელ ოსვალდო, ჯამპაოლო პაცინი და ანტონიო კასანო იმყოფებიან, ეს უკანასკნელი “პარმადან” წამოვიდა და ახლა თავისუფალი აგენტის სტატუსს ფლობს.ბოლოს, ლუკა მარონე გენუის “სამპდორიას” უახლოვდება, ლურჯებმა ბიანკონერებს ოფიციალური თხოვნით უკვე მიმართეს და დიდი ალბათობით, 23 წლის ნახევარმცველის გასხვისების წინააღმდეგი არც იტალიის მოქმედი ჩემპიონები იქნებიან.
რა დებილი აზროვნება აქვს ამ იუვეს ხელმძღვანელობას
ეკა გადაურეკე ჯოვანის ანიელის და უთხარი გვღუპავენთქო
მაროტა :D ჩემთან ჩამოდი და წამიყვანე იქით მოგცემ ფულს :D:D:D:D:D::D:D:D:D ცალი ფეხით ავკენწლი ოსვალოდს და კასანოს :D
ასეთი უგუნი ხელმძღვანელობა ჯერ არ ახსოვს იუვეს ისტორიას…. რა ჭირს ამ ხალხს ვერ გავიგე… ერთი ჩამოდი საქართველოში , იქნებ იპოვო ვინმე აქაც ვინმე. ვინც შენი თავი შემოიყვანა იუვეში მე….
ძაძა, ბერარდი, დიბალა, დარმიანი, რუგანი და სტურარო მოიყვანონ
და ძაფხულში მერე კიდევ დავიმატოთ ფლანგელი ნახევარ მცველები.
ვერ არის მაროტა სრულ ჭკუაზე,ვისაა რომ დასდევს! თუ ფორვარდი უნდა დატოვოს ჯოვინკო,არსად არ მიდის ზაფხულამდე და რატომ აგდებს ვერ გავიგე,მითუმეტეს ახლა როცა ასე თუ ისე ათამაშდა და რა დროს ოსვალდო და კასანოა,მითუმეტეს პაცინი???! სრული უგუნურობაა ეს!!!
მაროტა არც ერთი არ გვინდა გეხვეწები რა. ტევესი, მორატა, ლორენტე და კომანი საკმარისია რა. სირცხვილია რა კასანო რის პაცინი ვახ ნეტა ტურინში ვცხოვრობდე აქციას მოგიწყობდი და გადაგაყენებდი მაროტა. შენ რა გინდა ჯუვეში წადი რა ჩიტადელაში
პეპესაც შეუძლია მეორე ფორვარდად თამაში
კასანოს ისევ ოსვალდო მირჩევნია,
Realurad kasano orives jobia tan ufulod mova, adre ro izaxoda iuveze jariskacebi tamashobeno sainteresoa axla ras ityvis
ესეც ვიციდი ზაზა ვერ გაჩარხააა, მარა ზატო კასანოო მოიყვანს რა პრობლემააა ვაი ვაი