მარონემ “კორდობაში” სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა
ლუკა მარონეს ესპანეთში შესაძლო გადაბარგების შესახებ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით უკვე შეიტყობდით, თუმცა იტალიური პრესა დღეს დილით კიდევ უფრო საინტერესო ცნობებს ავრცელებს.”კორდობაში” სამედიცინო შემოწმების გავლა 24 წლის ნახევარმცველმა ვერ გაიარა და შესაბამისად, მწვანეების ხელმძღვანელობამ იტალელის დამატებაზე უარი განაცხადა.როგორც სჩანს, შემოწმების დროს მარონეს იმ ტრავმამ შეუშალა ხელი, რომელიც ჯერ კიდევ “იუვენტუსის” შემადგენლობაში მიიღო და სრული დატვირთვით ვარჯიშს რამდენიმე კვირის წინ დაუბრუნდა.ტუტოიუვე ამტკიცებს, რომ ფეხბურთელი ჯერ ტურინში დაბრუნება და შემდეგ “კორდობაში” სამედიცინო ტესტის გავლას კიდევ ერთხელ შეეცდება.