ოსვალდოს მხოლოდ “იუვენტუსში” სურს თამაში
ინგლისური “საუთჰემპტონიდან” მილანის “ინტერში” არენდით მყოფ პაბლო დანიელ ოსვალდოს ტურინის “იუვენტუსში” სურს თამაში, ამის შესახებ ტუტოსპორტთან საუბარში თავად ფეხბურთელის მეგობრებმა განაცხადეს : “ევროპაში მისი ერთადერთი არჩევანი იუვენტუსია, მას მხოლოდ ტურინულ კლუბში სურს თამაში.პაბლოს სურვილია, ბიანკონერების ხელმძღვანელობას თავი მოაწონოს და გრანდში მომავალ სეზონშიც დარჩეს”. აქვე გეტყვით, რომ 29 წლის ფორვარდი სებასტიან ჯიოვინკოს შემცვლელად სახელდება, თუმცა ატომური ჭიანჭველა ჯერ ოფიციალურად “ტორონტოს” წევრი არ გამხდარა, შესაბამისად, ტურინში მეხუთე წინახაზელის გამოჩენას სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ საათებში უნდა ველოდოთ.
dasaxelebuli kandidatebidan yvelas mirchevnia es kdie