ოფიციალურად : “იუვენტუსმა” მოტას კონტრაქტი გაუწყვიტა
ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელობამ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მარჯვენა მცველს, მარკო მოტას კონტრაქტი გაუწყვიტა.28 წლის იტალიელი ტურინულ გრანდში 2010 წლიდან ირიცხებოდა, თუმცა წარუმატებელი თამაშის გამო განათხოვრებული იყო ჯერ “კატანიაში”, შემდეგ “ბოლონიასა” და “ჯენოაში”, სულ ფეხბურთელს შავ-თეთრი მაისურით 35 მატჩი ჩაუტარებია.აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში მოტა მოედანზე საერთოდ არ გამოჩენილა.ინფორმაცია ოფიციალურად ბებერი ქალბატონის ვებ-გვერდმაც დაადასტურა.
იუვენტუსი ლეგენდებს საერთოდ არ სცემს პატივს ჯერ ბენტნერი მარტინესი ვერ მომინელებია და ახლა მოტა იმედია პადოინსაც ასე არ მოექცევიან