“ბორუსია” ჩემპიონთა ლიგას კრიზისში ხვდება
ტურინის “იუვენტუსის” მეტოქეს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში, დორტმუნდის “ბორუსიას” ურთულესი პერიოდი უდგას.”იუვენტუს სტედიუმზე” გასამართ მატჩამდე 19 დღით ადრე იურგენ კლოპის შეგირდები ბუნდესლიგის უკანასკნელ ადგილზე იმყოფებიან და ჩემპიონთა ლიგის ოთხეულს 17 ქულით ჩამორჩებიან.გერმანიის ჩემპიონატში ყვითლებს ზედიზედ ხუთი ტურია არ მოუგიათ, აქედან სამი წააგეს, ორი კი ფრედ ითამაშეს.კლოპის გუნდის საუკეთესო ბომბარდირი შიდა ასპარეზზე პიერ-ემერიკ ობამეიანგია, 5 გატანილი გოლით, მარკო როისისა და ჩირო იმობილეს ანგარიშზე 3-3 გოლია.დორტმუნდელთა ლაზარეთი ასე გამოიყურება : ლარს ბენდერი, ილკაი გუნდოგანი, სებასტიან კელი, ლუკაშ პიშეკი და კევინ გროსკროიცი, ამ უკანასკნელის ასპარეზობა ბიანკონერებთან გამორიცხულია, დანარჩენის საკითხი მოგვიანებით გაირკვევა.უკანასკნელ მატჩში, “აუგსბურგის” წინააღმდეგ დორტმუნდელებმა 10 კაციან მეტოქეს ვერ მოუგეს საკუთარ მოედანზე მარცხი იწვნიეს, რამაც გულშემატკივრების დიდი აგრესია გამოიწვია.
კლოპიც გაუშვესო იძახიან))
ეგ არაფერს არ ნიშნავს გავარდნით ეგენი არ გავარდებიან და მთელი ძალებით ლიგაზე ითამაშებენ