ბუფონი :”არ ვნანობ განვლილ გზას”
ჟურნალისტებთან საუბარში ჯიჯიმ სხვადასხვა თემები მიმოიხილა. როგორ გახდა ბიანკონერის ტიფოზერიის კერპი, საუკეთესო ეპიზოდები და თუ როგორ გადალახა დეპრესიული პერიოდი: “ბავშობაში ისევე როგორც ბევრი მეც ფეხბურთით ვიყავი დაავადებული და მსურდა დიადი ფეხბურთელების გზას გავყოლოდი. მეგობრების დახმარებით მივხვდი თუ რას ნიშნავს გქონდეს საერთო სულისკვეთება. სიმართლე გითხრათ უფრო მეტად მიზიდავდა გოლების გატანა და არა მათი მოგერიება. თუმცა, მამამ მეკარეობა მირჩია და 1990 წელს პარმაში გადავბარგდი სადაც პროგრესირება დღიდან დღემდე ხორციელდებოდა. საკმაოდ ბუნტისთავი ყმაწვილი ვიყავი, მაგრამ ეს ყოველივე მეხმარებოდა ახალი ადგილის ადაპტირებაში. დარწმუნებული ვარ დაკისრებულ მოვალეობას იმიტომ ვართმევ კარგად თავს, რომ შევისწავლე მეკარეობა და მისი თითოეული ასპექტი. დიახ, როგორც უკვე გითხარით ადრე ბუნტის თავი ვიყავი, მაგრამ 37 წლის ასაკშიც იგივე ვყოფილიყავი კარგს არაფერს მიქადდა. მუდმივი პიტერ პენობა არ არის ჩემი სტიქია”.
“ბუნებრივ ტალანტს მუდმივი ვარჯიში და შრომა სჭირდება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში იქნები ხელმოცარული ნიჭიერი, რომელმაც გაფლანგა ის რაც ჰქონდა”.
“2003 წლის დეკემბრის და 2004 წლის ივნისის პერიოდს დაემთხვა ჩემი პირადი კარიერული ზრდა. საფეხბურთო კუთხით ყველაფერი იდეალურად იყო, მაგრამ პიროვნულად არ მაკმაყოფილებდა მდგომარეობა. საკუთარი ადამიანური ასპექტების გამო დიდი უკმაყოფელობა მქონდა. დღესაც კი მეშინია საკუთარი თავის გაგება. დღეისათვის უფრო მშვიდი ვარ, თუმცა კარგი იქნება თვითკრიტიკით დაკავება და თავის გამოცდა, რათა მომავალში ახალ ბედნიერებას ვეზიარო”.
“არ ვწუხვარ განვლილის გამო, რადგან შეცდომებისთვის ყოველთვის ვიხდიდი შესაბამისად. რეალურადაც, სწორედ შეცდომები გვეხმარება მომავალში სწორი არჩევანის გაკეთებაში”.
“ფიზიკური კუთხითაც 30 წლის ზემოთ არის ცვლილებები რა თქმა უნდა, მაგრამ თამაშის სურვილიდან გამომდინარე მიდიხარ მსხვერპლზე და ივიწყებ ტკივილს, რადგან კიდევ ერთხელ გავიხდე მწვანე მინდორზე”.
“შემიძლია თუ არა გავხდე გუნდისთვის იგივე რაც იყო დელ პიერო და ტოტი? თუ კლუბს ექნება ამისი სურვილი და განაგრძობს წარმატებულ გზას რატომაც არა?”
წყარო: Football Italia
ყველაზე კლასნი ხარ, ამაზე მეტად არცერთ ფეხბურთელს არ ვაფასებ დელ პიეროს გარდა, სწორედ მათ გამო ვარ დღეს ბიანკონერო ))
ჯიჯი იუვეს სახეა
ra totti ra baggio gadamrevt ra!!!
totti rogor unda daayeno amattan? totti da dinatale daayenet ertad!!!
baggio ki magari iyo magram 6 gunds rom gamoicvli me imas delpo buffon maldinistan ver davayeneb…
pirlo buffon delpiero maldini cannavaro…
ის ტოტიზე მეტია თUნდაც ადმაიანური ასპექტის გატვალისწინებით და დელპოს დონეზეა მე ჯიჯის უფრო მეტი მინახავს ვიდრე ალექსას ასაკიდან გმაომდინარე მაგრამ ორივე ძალიან მიყვარს ხოლო იმათგან ვისი თამაშიც კარიერის დასაწყისიდან მახსოვს ჩემი რჩეული პოლია აი ეგ ბიჭი რავიცი ჩემთვის საოცრებაა უკვე
ისე ჩამოთვლაშI მალდინი გამოგრჩა ისიც საუკეთესოა…
ერთადერთი იტალიელი ფეხბურთელი რომლის თამაშიც მე მინახავს და რომელსაც შეუძლია ქონდეს პრეტენზია ყველა დროის იტალიელ ფეხბურთელობაზე არი ბუფონი
ძალიან ძნელია ბოლო 20 წლის მანძილზე ამათგან იტალიის საუკეთესო დაასახელო
ბაჯო, დელ პიერო, ბუფონი, პირლო, ტოტი
me fexburti delpierom shemayvara isaa chemi safexburto kerpi… magraaaaam: chemis azrit buffoni msoflio safexburto istoriis nomer pirveli fexburtelia!!! rogorc mekare fexburteli da pirovneba… etalonia am saxeobis!!! da rogorc mekare uuukomentarod is sheucvlelia!!!
არამარტო დიდი ფეხბურთელი,არამედ დიდი და სამაგალითო პიროვნება ყველა იმ ფეხბურთელისათვის ვისაც დიდი ფეხბურთელობა უნდა
ბუფონი დელპოზე და ტოტიზე უფრო დიდი ტუ არა ნაკლები არაფრით არაა