ტელიო :”ბედნიერი ვარ ტურინში ყოფნით”
ბიანკონერიმ ზამთრის სატრანსფერი ფანჯრის პერიოდში ნიჭიერი კოლუმბიელი ფეხბურთელი ანდრეს ფელიპე მუნიოსი შეიძინა, რომელმაც პირველი ინტერვიუ მისცა გამომცემლობა Futbolred-ს. სამშობლოში მას ახალ კუადრადოდ მიიჩნევენ: “ჩემი ოცნება ახდა და ეხლა უკვე მაქვს შანსი იუვეს პირველ გუნდში ვიასპარეზო. მსურს მადლობა გადავუხადო მშობლებს, რომლებსაც ბოლომდე სწამდათ ჩემი. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ ასევე ევინგადოში ჩემი პარტნიორები, რომლებიც ფანტასტიურად მიბამდნენ მხარს და ბუნებრივია მთავარი მწვრთნელი. იგი ჩემი მეორე მამა იყო მთელი ამ ხნის მანძილზე. დღევანდელ დღეზე კი იმის თქმა შემიძლია, რომ ალეგრი არის უდაოდ დიდი პროფესიონალი საკუთარი საქმის, ხოლო ბუფონის, ტევესის, პოგბას, მარკიზიოს და პირლოს გვერდით ყოფნა ენით აუღწერელი სიამოვნებაა”.
“მაქვს თუ არა ნოსტალგია ევინგადოსთან დაკავშირებით? გამორიცხულია, რომ ადამიანს რომელმაც რამდენიმე წელი გაატარა ერთ ადგილზე არ გააჩნდეს ნოსტალგია და არც მე ვარ ამ მხრივ გამონაკლისი. იქ მყავს ოჯახი და მეგობრები, თუმცა ცხოვრება გრძელდება და ცდას არ დავაკლებ ყველა ის ოცნება და მიზანი ავიხდინო, რომელიც გამაჩნია. ყველაზე მთავარი არის ის, რომ ვაპირებ ხმაურიანად შევაღო საფეხბურთო სამყაროს კარები”.
წყარო: Tuttojuve
რაის დე იონგი კარგი რაა დაელია იუვეს ნახ მცველები???
დე იონგი როგორც ჩანს არ აპირებს მილანში დარჩენას მოვიყვანოთ ვიდალის შემცვლელად იქნებ მიხვდეს არტურო რომ ხელშეუხებელი არ არის და დაიბრუნოს ძველი ფორმა ან სულაც დე იონგმა დაჯაბნოს და ძირითადის ფეხბურთელად იქცეს