დი ფრანჩესკო : “ძაძასა და ბერარდის იუვენტუსისთვის ვამზადებთ”
იტალიური “სასოულოს” მთავარმა მწვრთნელმა, ეუსებიო დი ფრანჩესკომ იტალიურ პრესასთან საუბარში დომენიკო ბერარდიზე, სიმონე ძაძასა და პოლ პოგბაზე ისაუბრა : “სიამოვნებით ვავარჯიშებდი პოგბას, ფრანგს იდეალური ტექნიკური და ფიზიკური მონაცემები აქვს.არ ვიცი, ღირს თუ არა იგი ასი მილიონი ევრო, მაგრამ “იუვენტუსს” საოცარი ტალანტი ჰყავს.ბერარდისა და ძაძას ბიანკონერებისთვის ვამზადებთ, დომენიკო ძალიან ტექნიკური ფეხბურთელია, მას შეუძლია ნებისმიერი მეტოქე გააბითუროს.რაც შეეხება სიმონეს, იგი აგრესიული და სახიფათო ფორვარდია, სასოულოს ბევრი უცხოელი ჰყავს, თუმცა უპირველეს ყოვლისა არჩევანს იტალიელებზე ვაკეთებთ.ჩვენი მიზანი სერია ა – ში ადგილის შენარჩუნებაა, განვითარებისთვის კი პოტენციალი ნამდვილად გვაქვს : სტადიონი, სპორტული ცენტრი და ა.შ”
სერია ა_ში რო მეორე ხარისხოვანი ლეგიონერები ჩადიან ეს ყველამ კარგად იცის, ეს ჭკვიანი კაცია სასუოლოში შემდგარი ვასკვლავი არავინ არ მივა და თუ ამის შესაქმნელია მაშინ იტალიელისგან შექმნის ვარსკვლავს რაღა ლეგიონერისგან შექმნას? ახლა არ მითხრათ ლეგიონერები უკეთესი მასლააო ვარსკვლავის შესაქმნელადო
ტავეკიოდან დაწყებული საკით დამთავრებული ყველა ლაპარაკობს უკვე რო ლეგიონერების სიმრავლე ხელს უშლის იტალიური ფეხბურთის განვითარებას, ფედერაციის პრეზიდენს უნდოდა ლიმიტს დაწესება და კაი იქნება თუ დაიწყებს მაგ საქმეს, მინიმუმ 6 იტალიელი ყველა გუნდს უნდა ყავდეს სასტავში
მართალი ხარ ძმაო.