ალეგრი : “ეს მატჩი 180 წუთს გრძელდება”
ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი “ბორუსიასთან” მატჩამდე ერთი დღით ადრე ვინოვოს მედია ცენტრში ჟურნალისტებს შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა : “ბუნებრივია, ეს ამ სეზონში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრაა, თუმცა არა გადამწყვეტი, პლეიოფი 180 წუთს გრძელდება და ყველაფერი სწორედ გერმანიაში გადაწყდება.დორტმუნდელები შესანიშნავ ფორმაში იმყოფებიან, ხვალინდელი დაპირისპირება ჩვენი მოთმინების, ტექნიკური და ფიზიკური მომზადების გამოცდა იქნება.ეს კალჩოსა და ბუნდესლიგის ბრძოლა არ არის, ეს ბოლო წლებში წარმატებული ორი კოლექტივის ჭიდილია.იურგენ კლოპის გუნდი შეტევაში საუცხოოდ გამოიყურება, ისინი ლამაზ და გახსნილ ფეხბურთს თამაშობენ.განსაკუთრებით წინახაზში მოქმედ ოთხ სწრაფ ფეხბურთელზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, ბოლო წლებში ევროპულ ასპარეზზე მიღწეული წარმატება სწორედ მათი დამსახურებაა.”
დორტმუნდელთა კრიზისი სეზონის სტარტზე ნელ-ნელა წარსულს ბარდება : “გერმანული და იტალიური მენტალიტეტი ერთმანეთისგან საგრძნობლად განსხვავდება, მიუხედავად იმისა, რომ სტარტზე ბორუსია გარკვეულ სირთულეებს გადააწყდა, ახლა ისინი ჩვეულ ფორმას დაუბრუნდნენ და უკვე სატურნირო ცხრილის შუაში იმყოფებიან.ბუნდესლიგა საკმაოდ საინტერესო, დაძაბული ჩემპიონატია, გამოვყოფდი მხოლოდ მიუნხენის ბავარიას, ისინი ჩემპიონობის მთავარი პრეტენდენტები არიან.ჭორები პოგბას შესახებ ? – მათზე ყურადღების გამახვილება არც ღირს, მთავარი ისაა, რომ პოლი ახლა ჩვენი საკუთრებაა.ფრანგს საოცარი ფიზიკური მახასიათებლები აქვს, თუმცა ბუნებრივია, ზოგჯერ დაღლაც იჩენს თავს რადგან შეუძლებელია, სეზონში 50 მატჩი უმაღლეს დონეზე ჩაატარო.”
დიდი ანგარიშით უნდა მოვიგოთ, ისე რომ დორტმუნდში თამაშმა აზრი დაკარგოს
ჩვენთვის დიდი ანგარიში იქნება 3-0 მაგრამ ცოტა მეეჭვება ისე კი ყველაზე კომფორტული 2-0 იქნება რომ დორტმუნდში დალაგებულად მოგვიწევს თამაში და თავქუდმოგლეჯილები არ შევუტევთ
აი ეს ტაქტიკა და ეს მოთამაშეები მინდა იყვნენ
————————– ბუფონი ——————————
ლიხშტაინერი———–ბარძალი———-ბონუჩი———კიელინი
—————————პირლო——————————-
———— ვიდალი———მარკიზიო————–პოგბა——-
——————–ტევესი—————მორატა—————
2-0 მშვენიალურია ნიჩიის შემთხვევაში 0-0 კიდე არა უშავს.ვიდალს და მარკიზიოს შეუცვალოს პოზიცია რა ალბათ თქვენც ასე ფიქრობთ.
თუ გოლი გავუშვით შანსები ერთიორად შემცირდება ისე კი ყველაზე კარგ შედეგად ჩემი აზრით 2-0 ნორმალურზე კარგი იქნება 1-0 კი ყველაზე ცუდი შედეგი იქნება მაგრამ არა საგანგაშო მთავარი მაიც გოლის არ გაშვება იქნება შემდეგ კი ჩვენი საგოლე მომენტების მაქსიმალური რეალიზება ერთი სიტყვით წინ დიდი გამოცდა გველის და იმედია 5 თუ არა 4 მაინც ჩავაბარებთ და შემდეგ ეტაპზე სწორედ ჩვენ გავალთ…