ბუფონი : “ასეთ მატჩებში გამოცდილება დიდ როლს თამაშობს”
ტურინის “იუვენტუსის” კაპიტანი, ჯანლუიჯი ბუფონი მასიმილიანო ალეგრისთან ერთად ვინოვოს მედია ცენტრში იმყოფებოდა : “იმედი მაქვს, ეს არ იქნება სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი, დიდი შეხვედრები წინ გველის ! ვფიქრობ, გამოცდილება დიდ როლს ითამაშებს დაპირისპირებაში, როცა გუნდში რამდენიმე უმაღლესი დონის მოთამაშე ირიცხება, თან უდიდესი გამოცდილებით, ძალიან ბევრს ნიშნავს.ჩვენს გასახდელში სიმშვიდეა, ვემზადებით სერიოზულ გუნდთან სათამაშოდ, მათ ხომ ორი წლის წინ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშეს, წელს კი ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულეს.ჩემი აზრით, დორტმუნდის ბორუსია ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, მათი პროგრესი, განსაკუთრებით ბოლო სამი კვირის განმავლობაში, თვალში საცემია.”
“ჩეზენასთან” მატჩზე, ევროპაში დაბრუნებაზე, როისზე : “უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავზე გავბრაზდი, ფრეს არ ვიმსახურებდით.ატალანტასთან მატჩი საუკეთესო არ ყოფილა, თუმცა ბერგამოელებთან მოპოვებულ სამ ქულას დიდი მნიშვნელობა მიენიჭა.ხვალ მოედანზე საოცრად მოტივირებულნი გავალთ, ეს ჩემპიონთა ლიგის მატჩია, სრულიად სხვა ატმოსფერო იქნება.არ აქვს მნიშვნელობა, წავაგებთ თუ მოვიგებთ, მთავარია მინდორზე ასი პროცენტით დავიხარჯოთ და ისე გამოვიდეთ, როგორც შეგვეძლება.ჩვენი მიზანი, დღევანდელი გადმოსახედიდან, შემდეგ ეტაპზე ასპარეზობაა.გასული წელი ევროპაში წარუმატებელი გამოვიდა, ახლა გუნდი გაცილებით მონდომებული და შემართულია, გვსურს ევროპულ ელიტაში დავბრუნდეთ და ამისთვის ხვალინდელ მეტოქეს აუცილებლად უნდა გავცდეთ.ვერ ვიტყვი, ჩვენ უფრო ძლიერები ვართ თუ გერმანელები, მაგრამ იმედი მაქვს, ამ დაპირისპირებას ჩემი გუნდი უკეთესი მომზადებული შეხვდება.როისი ? – ძალიან ნიჭიერი მოთამაშეა, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ გუნდს შეუქმნას პრობლემები.მარკომ ტრავმა ახლახან მოიშუშა და სავარაუდოდ, ასი პროცენტით მზად არაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ზედმეტი თავის ტკივილი გაგვიჩნდება.”
დორტმუნდ ვინც გოლი არ გაატანიოს მაგის დედა შევეცი :D :D :twisted: