ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

როისი : “შანსები 50-50-ზეა.”

დორტმუნდის “ბორუსიას” საუკეთესო მოთამაშე მომავალ დაპირისპირებაზე საუბრობს. “ჩემპიონთა ლიგის” მერვედ ფინალების ფავორიტს გერმანელი ფეხბურთელი ვერ ასახელებს, მისი თქმით, ორივე გუნდს თანაბარი შანსი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ “ბორუსია” ამჟამად 12-ე ადგილზე იმყოფება გერმანიის ჩემპიონატში არ ნიშნავს იმას, რომ კლუბი ევროპაში ცუდად თამაშობს. გერმანელებმა D ჯგუფი პირველ ადგილზე დაამთავრეს და უკან ინგლისური ტოპ-კლუბი “არსენალი” მოიტოვეს. თვითონ როისს კი გუნდთან კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს. რაც შეეხება “იუვეს”… იტალიელებმა A ჯგუფი მეორე ადგილზე დაამთავრეს და პირველობა გასული სეზონის ევროპის ვერცხლის მედლის მფლობელ “ატლეტიკოს” დაუთმეს. “იტალიელები მართლაც ძლიერები არიან. შანსები 50-50-ზეა, მეტს ვერ დავამატებ. პირადად მე, ამაყი ვარ, რომ ვიმყოფები ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ურთულეს ეტაპზე, სადაც ბევრი კლუბი ვერ ხვდება. ჩვენ გვმართებს, რომ იტალიელებს საუკეთესო ფორმაში შევხვდეთ. მკაფიოდ ვაჩვენეთ, რომ “ბუნდესლიგას” და “ჩემპიონთა ლიგას” საერთო ძალიან ცოტა აქვთ. დავამარცხეთ “არსენალი” და “გალათასარაი”, ეს უკანასკნელი სტამბულში, სწორედ ეს მეტყველებს, რომ კარგ ფორმაში ვართ. მოტივაცია? შემიძლია ვთქვა, რომ გუნდში ყველა მოტივირებულია.-აცხადებს გერმანელი ფეხბურთელი.

წყარო : OneFootball; Kicker; Goal;

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
mishka berianidze
9 years ago

ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ და მაქსიმალურად უნდა გადავუკეტოთ ზონები თორემ ძალიან სწრაფი წინა ხაზი ყავს და შეიძლება ნებისმიერ დროს გავუშვათ
როისი, მხითარიანი და გიუნდოგანი აი ამ ხალხს უნდა ვუფრთხოდეთ ყველაზე მეტად.

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x