ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სტურარო სტუმრად გადაცემა “პირდაპირ ხაზში”

სტეფანო სტურარო მიწვეული იყო ბიანკონერის ოფიციალურ არხ JTV-ზე სადაც გადაცემა “პირდაპირ ხაზში” მიიღო მონაწილეობა. მან გულშემატკივრების რამდენიმე შეკითხვას გასცა პასუხი.

როგორ გრძნობ ტურინში თავს?

“გამომდინარე იქიდან, რომ ჩინებული პარტნიორების გარშემო ვიმყოფები და საჭირო რჩევებს ხშირად მაძლევენ ვიტყვი, რომ თავს იდეალურად ვგრძნობ. საერთოდაც დე ჩელიესთან და მატრისთან ერთად ადრეც მითამაშია ახლაც ჩემს გვერდით იმყოფებიან”.

რას ელი ბორუსიასთან მატჩში?

“მძიმე მატჩს ველი ორი დიდი გუნდის მონაწილეობით. დორტმუნდმა გადალახა მძიმე კრიზისი და ეხლა აღმავლობის პროცეს განიცდის. პრინციპში ვინც არ უნდა შეგხვდეს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, მინდორზე გასვლისას მონაწილეებს განსხვავებული ატმოსფერო ეუფლებათ და მაქსიმალურად ცდილობენ წარმატების მიღწევას. ყველაფერი უნდა ვაჩვენოთ და გავაკეთოთ რაც ვიცით საუკეთესო კუთხით”.

უყურებდი მიმდინარე სეზონში იუვეს ასპარეზობას?

“დიახ, ევრო თასებზე საერთოდ ყველა იტალიურ კლუბს ვქომაგობ”.

როგორი იყო ალეგრისთან შეხვედრა?

“ფანტასტიური სპეციალისტია, რომელსაც არ ეზარება არც საუბარი და რა თქმა უნდა რჩევების მიცემაც. იგი ისეთ მიკროსკოპულ დეტალებზეც კი ამახვილებს ყურადღებას რაზეც სხვას შეიძლება უბრალოდ გაეღიმოს”.

თუმცა, შენთვის ეს არ იქნებოდა სიურპრიზი?

“როდესაც ჯერ მილანს თავკაცობ და მერე უკვე იუვეს, ბუნებრივია ყველაფერი ცხადი ხდება”.

მოგწონს ტურინი?

“დიახ, მშვიდი და წყნარი ქალაქია”.

როგორი შეგრძნება დაგეუფლა, როდესაც იუვემ გიხმო?

“საოცარი, მაგრამ სიმართლე გითხრათ ამას ველოდი. ტრანსფერამდე სამი კვირით ადრე ვიცოდი, რომ ტურინში ამოვყოფდი თავს. თუმცა, გუნდებმა შეთანხმებას უშუალოდ ბოლო დღეს მიაღწიეს. დიდი სურვილი მქონდა ახალი თავგდასავალი რაც შეიძლება მალე დაწყებულიყო”.

იფიქრებდი ბავშობაში, რომ იუვეს მაისურს ჩაიცვამდი?

“არა რა თქმა უნდა. მაგრამ ისევე როგორც ყველა პატარას ისევე მსურდა და ვოცნებობდი ამაზე. იუვე ხომ იტალიის საუკეთესო კლუბია”.

როგორია მარკიზიოსთან, ბუფონთან, პირლოსთან, პოგბასთან და ტევესთან ერთად თამაში?

“გულახდილად გეტყვით თავდაპირველად მათ წინააღმდეგ მოედანზე გასვლა შიშს მგვრიდა. ლეგენდების ოპონენტი რომ ხარ მინდორზე უცნაურ გრძნობას იწვევს, მაგრამ ერთ დღეს მათთან ერთად მიდიხარ სავარჯიშო მოედანზე და ხვდები რომ ისინი არიან ბრწყინვალე ბიჭები და მათთან ურთიერთობა უდიდესი სიამოვნებაა. ეს ბიჭები ბევრად უფრო გახსნილი და მხიარულები არიან ვიდრე ბევრი დანარჩენი სხვა კლუბებში”.

რომელი ფეხით უფრო უკეთ თამაშობ და შენი საყვარელი პოზიცია?

“მარჯვენა ფეხს, მაგრამ არც მარცხენას ვიყენებ ურიგოდ. რაც შეეხება პოზიციას მე ისეთივე ტექნიკური როგორიც პირლო არ ვარ და ეგეთი საერთოდ ალბათ არავინ არის. მიყვარს პარტნიორებისთვის ბრძოლა და მათ დასახმარებლად ყველაფერს გავიღებ მინდორზე. არ მიძნელდება და რაც მთავარია არ მეზარება სირბილი მთელს მოედანზე საკუთარი ფიზიკური კონდიციების დამსახურებით. ამის გამო გასპერინი სხვადასხვა პოზიციაზე მამწესებდა და ვფიქრობ ეს სტურაროსთვის დამატებითი პლიუსია”.

რას ფიქრობ ჩემპიონატზე?

“კლასიკური იტალიური ჩემპიონატი, სადაც პირველი ორი გუნდი ერთი თავით მაღლა დგანან სხვებზე. შემდგომ რამდენიმე გუნდი ევროპის საგზურისთვის ბრძოლაში და წელს ისინი საკმაოდ ბევრნი არიან. შუა ცხრილი და გადარჩენისთვის ბრძოლა კი როგორც ყოველთვის დაუნდობელია. სწორედ ამითაა კალჩო მიმზიდველი, რომ არასოდეს იცი რა მოხდება”.

რომელ ფეხბურთელს გამოარჩევდი შენი პოზიციიდან? ვინ იყო შენი კუმირი?

“რთულია ამის თქმა, რადგან პირადად მე გამოკვეთილი პოზიცია მინდორზე არ მაქვს. შედეგად ბევრი ფეხბურთელი იყო ჩემი კუმირი და გამიჭირდება, რომელიმე გამორჩევა”.

მიზანი მიმდინარე სეზონში?

“წარმატებულად შევერწყა კოლექტივს, რადგან მომავალ წელს რაც შეიძლება პროდუქტიულად ვიასპარეზო იუვეს მაისურით”.

წყარო: ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

10 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
arseni
9 years ago

მოკლედ … ტორინოს არ გაუმართლა რომ ბილბაოსთან სახლში 2-1 ვერ შეინარჩუნა – ამით გასვლია შანსები განახევრდა ] გუშინ დარმიანი და პოლონელი კამილო გლიკი დაასვენეს და ეტყობა ბრძოლას გაუმართავენ ბასკებს … ნეტავი გავიდნენ … თორემ ინტერის იმედი ზოგადად არ უნდა ჰქონდეს არავის – რომა გამსვლელს არ ჰგავს და რომც გავიდეს რა … ფიორენტინას თუ დიამანტი არ ეყოლა ახლაც ძალიან გაუჭირდება ტოტენჰემთან – რჩება ერთადერთი ნაპოლი რომლის იმედიც მაქვს იმიტომ რომ სათასო გუნდია

Giorgi kasrashvili
9 years ago
Reply to  arseni

mec magas vidzaxi rom napoli moindomebs… ratkmaunda asec unda eqna romasac magram romelebs imdeni titulebiaqvs europa ligas ar kadruloben :D montela kai mwvrtnelia da vnaxot 0-0zec gadian…

aseve manchinis.imedi maqvs rom ar daikidebs am turnirs da frezec gadian…

torosgan arc velodebi arafers…

vnaxot sevilia-viliareali-wolsburg-ajax-zenit

napoli amat ar chamoyvardeba ase rom win italiaaaaaaaa

Di Francesco # 1
9 years ago

პრესკომფერენციებზე კონტეს პადოინები დაყავდა ხშირად, ალეგრიმ უკვე მერამდენედ ბუფონი წაიყვანა, ბუფონი კიელინი და მარკიზიო უნდა დაყავდეს კაპიტნების აზრია საინტერესო ასეთი თამაშების წინ

Di Francesco # 1
9 years ago

giorgi nefaridz
9 years ago

:up: :up:

Giorgi kasrashvili
9 years ago

eeex sturaro padoins fexi moatexe tore gamixades vaskvlavi aq me magis uuux!!!

texavsvra tipi rogor unda xvdebodes sastavshi !!!

romastan kide kai ar iqneba diskvalifikaciis gamo!!!

vakhtang karchava
9 years ago

გილოცავთ მორიგ სკუდეტოს)) თებერვალში ჩემპიონობა ახალი რეკორდია ალბათ)) თუმცა მთლად გასახარი ვერ არის ეგ ამბავი,რამდენად წაადგება ეს გუნდს,იმედია არ მოდუნდებიან)) :forza: :forza: :forza:

Di Francesco # 1
9 years ago

კაი ბიჭია ეს
:italy:

besiki777
9 years ago

პოგბა თუ წავიდა კავანი ვერატის ბარტერი კარგი იქნება მაგრამ ისე ათამაშდა ვერატი არა მგონია პსჟ გაუშვას უკვე. ეს ვიდალიც მაიყოლონ ზედ მაინც აღარაფრის მაქნისია და მოიყვანონ ოსკარი და ერთი სწრაფი ფლანგელი ვინმე. მე მგონი დაცვაში არავინ გვჭირდება ამ ეტაპზე.

ალეკო კოკაია

პადოინის შემოყვანას ეს შემოიყვანოს ხოლმე ალეგრიმ :forza:

| Newsphere by AF themes.
10
0
Would love your thoughts, please comment.x