ტოტი: ” მირჩევნია დღეს მოვიგოთ, ვიდრე ორშაბათს “
როგორც იცით, დედაქალაქური “რომა” დღეს “ევროპის ლიგის” მეთექვსმეტედფინალის ფარგლებში “ფეინოორდს” დაუპისიპირდება, ოთხ დღეში კი უკვე “იუვენტუსთან” მოუწევს თამაში. “რომაელთა” კაპიტნის აზრით, ამ ორი მატჩის შედეგი ურთიერთდაკავშირებული იქნება და ამიტომაც დღეს იტალიელებს შთამბეჭდავი გამარჯვება მართებთ: ” მირჩევნია დღეს მოვიგოთ, ვიდრე ორშაბათს, მაგრამ თუ ეხლა მივაღწევთ წარმატებას, დარწმუნებული ვარ, ორშაბათს “იუვეს” დაჯაბვნასაც შევძლებთ. გამარჯვება მერვედფინალის საგზურსა და თვითდარწმუნებას მოგვიტანს და ტურინელებსაც განსხვავებული შემართებით შევხვდებით. ” -შეგახსენებთ, “რომასა” და ფეინოორდის დაპირისპირება დღეს შუაღამით, 00:00 საათზე დაიწყება.
წყარო: football italia
ყველა იტალიური კლუბი გავიდა <3 კარგია ^_^ … ვულოცავ მათ <3
მაგრამ მაინც იუვე პირველია ^_^
სახლში უნდა გეთამაშათ უკეთ როტერდამში გაგიჭირდებათ და მეეჭვება რომა შემდეგ ეტაპზე გავიდეს ))