კამორანეზი :”კავანი კი კარგია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგას მხოლოდ იგი არ ეყოფა”
Tuttosport-თან საუბარში ბიანკონერის ექს ნახევარმცველმა მაურო კამორანეზიმ გუნდის სამომავლო სატრანსფერო პოლიტიკა მიმოიხილა…
“კავანი დიდი ნიჭის პატრონია და იგი ფანტასტიურ ტანდემს შექმნიდა ტევესთან ერთად. თუმცა, ჩემპიონთა ლიგა ისეთი გათამაშებაა მარტო ურუგვაელი შესაძლოა არ გახდეს საკმარისი, მაგრამ ხარისხს რომ შემატებს ტურინს ეს ფაქტია. ტოპ გუნდისთვის საერთოდ აუცილებელია ტოპ-ტრანსფერები, რადგან საშუალო ფეხბურთელების შეძენის შემთხვევაში, დროთა განმავლობაში გიწევს 5 მოთამაშის გასხვისება სადმე. დიბალა? მას შეუძლია ცხელი ამინდის შექმნა მეტოქისთვის მინდორზე, მაგრამ ერთია აკეთებდე ამას სიცილიაში და მეორეა სადმე სხვაგან. სხვათაშორის როდესაც კაპელოს ეკითხებოდნენ ასეთ თემებზე და კერძოდ ტალანტებზე, ის პასუხობდა, რომ საჭირო იყო ასეთი ფეხბურთელის ხილვა სადმე სხვა ატმოსფეროში და თუ იქაც წარმოაჩენდა თავს, მხოლოდ ამის შემდეგ დავიმატებდით”.
“დორტმუნდი? რთულია ფავორიტის დასახელება, რადგან თანაბარი დონის მეტოქეებზე ვსაუბრობთ. პრობლემატური ანგარიში არის ტურინში დაფიქსირებული და მიუხედავად იმისა, რომ იუვეს შესანიშნავი გუნდი ჰყავს, ბორუსია იოლად არაფერს დათმობს. ნამდვილად არ შევხედავდი იმ პრობლემებს, რასაც გუნდი შიდა პირველობაზე გადააწყდა. ატმოსფერო გულშემატკივრების დახმარებით უაღრესად იქნება დამძიმებული, მაგრამ მატჩებს ფეხბურთელები იგებენ”.
“ანდრეა? თუ ის გერმანელებთან შეხვედრაში მოედანზე დაბრუნდა, მისი ყოფნა ძალთა ბალანს აუცილებლად შეცვლის. ზოგჯერ კრიტიკა მესმის მისი მისამართით, რაზეც გულიანად ვიცინი. პირლო განა პრობლემებს ჰქმნის, ის მისი გადაწყვეტით არის დაკავებული. დარწმუნებული ვარ ანდრეა 40 წლამდე თავისუფლად ითამაშებდა და საერთოდაც, აპენინური ფეხბურთის დონიდან გამომდინარე ალბათ 53-მდეც არ გაუჭირდება. არავინ ვიცი დღესდღეისობით ასეთი ჭკვიანი ფეხბურთელი”.
“ალეგრი? ყოველთვის მომწონდა იგი. პრინციპში ეხლა შედეგებიდან გამომდინარე ადვილია ამის თქმა. საშუალო სტატისტიკის მქონე სპეციალისტებიდან მისი სქემები გაცილებით უფრო მარტივია. არ გამოიყენებს ბევრ ჩახლართულ მანევრირებებს და ამით ფეხბურთელისგან შეუძლია მაქსიმუმი ინდივიდუალიზმის ამოღება”.
წყარო: Football-Italia
snuff-juve ძალიანაც კარგი პესკარადან თუ იცი, ერთი რამ არის პოგბა მხოლოდ გრძელი ფეხებით განსხვავდება ვერატისგან და სადაც ეხლა პოგბა თამაშობს მხოლოდ იმიტომ ხდება რომ პირლო გვყავს გუნდში და მარკიზიო თორემ ნებისმიერ გუნდში, სადაც არ უდნა გადავიდეს (ღმერთმა დაიფაროს) ნახავთ რომ იმენნა პირლოს პოზიციაზე დააყენებენ პოგბას…და სწორიც იქნება იმიტომ რომ ზუსტად ვიეირას მონაცემები აქვს და საუკეთესო იქნება როგორც ჩამშლელი მიხედავად იმისა რომ ახლა ბევრი გოლი გააქვს…
მარტო ერთი თამაშით არ განისაზღვრება ფეხბურთელი … პასტორეს ნაირი ტექნიკა დღეს ერთეულებს აქვს .. გასულ სეზონში ჩელსის კარში გატანილი გოლი რად ღირს ან იმის წინა სეზონში ნოუ კამპზე მისი თამაში …
kenchisyraze didi shansia portos an monacos shevxvdet anda psgs romelic ibra verattis gareshea
პასტორე მართლაც რო ყველაზე სუსტი იყო.სულ ტყუილად გააგდო მსაჯმა იბრა ყვითელი კიდე 100% იყო! ჩელსის კიდე პენალტი არ დაუდო ისე კი პსჟ-მ ნამდვილად დაიმსახურა გასვლა . პსჟ X2 მეწერა მაგრამ ჩემი ბილეთი ცოცხალი იქნებოდა რომ არა ბაიერნის მეშვიდე გოლი :(
გუშინ პასტორე ყველაზე სუსტი იყო მოედანზე, ლავეცი რო ყოფილიყო თავიდან ძირითად დროშივე ამოტენიდა პსჟ ჩელსის
ფანტაზიას რას უძახით? ბურთი რო ჩაკიდა ერთი ორჯერ საჯარიმოში? პასი მაშინაა კაი როცა დროულად და ზუსტად მიდის დანიშნულების ადგილზე, იმას არააქ დიდი მნიშვნელობა რა ტრაექტორიით წავა ბურთი, მინდორზე გაგორდება თუ პასტორეს პასბივით ჰაერში რკალს მოხაზავს, იმ ჩაკიდებული პასებიდან არცერთი არ იყო ზუსტი
პასტორეს თუ ფანტაზია არა აქვს მაშინ ვის აქვს თანამედროვე ფეხბურთში ფანტაზია ..?
ვერატი კარგი ფეხბურთელია მაგრამ პოგბას ვერ ჯობია. თან სხვადასხვა პოზიციას თამაშობს ორივე
პირადად ჩემი აზრია, რომ კავანი საერთოდ არ არის საჭირო იუვეში, მახსოვს ბევრი იძახდა ადრე -პასტორე, პასტორე….პასტორე იუვეს დახატავდა….და ვინაა პასტორე??? რა ესაქმება მას იუვეში?? სად რა გაუკეთებია ღირებული და რით აიხსნება მისი დამატების აუცილებლობა?? სადაა არგუმენტები…. არაერთხელ დამიფიქსირებია, რომ ჩვენ მოვიკოჭლებთ ფიზ/მომზადებაში, ვერატის რომ ვაქებთ, მარტო იმაზე ვაქებთ, რომ კარგად ხედავს მინდორს?? მარტო იმაზე, რომ კარგ პასებს აკეთებს?? აქვე სათქმელია, რომ ბიჭი ფიზიკურადაა მომზადებული კარგად, მთელი თამაში გიჟივით გადაადგილდებოდა, არნახულად იხსნებოდა….. აი, რატომაა მთელი/ბუკეტით ის ღირებული!! საჭიროა სწრაფი, ახალგაზრდა და იმედისმომცემი იგროკების შეძენა და არა კავანის და პასტორესთანა ზანტი და არანაირი ფანტაზიის მქონე იგროკების…… პირლო გენიოსია, მაგრამ წლები თავისას იზამს… Read more »
ვერატი და პოგბა ვაფშე სხვადასხვა სამყაროა )) ორივე ერთად
იფ იფ
snuff-juve
ALEXA
კაია რო გუშინდელი ვერატის თამაშის მერე ორმა იუვეს ფანმა მაინც რო შეამჩნია მისი თამაში, არადა ცუდად რო ეთამაშა 30 კაცი დაწერდა ხო გეუბნებოდით სუსტია და პოგბას ვერ ჯობიაო
ერთი წლის წინ რომ ვთქვი ვერატი პოგბას ჯობია მეთქი მეცნენ ეგრევე :))))) მერე ვქვი არ ჩამოუვარდება მეთქი :)))და მაინც სად ვერატი სად პოგბაო….2 წლის მერე ვნახოთ…მე ორივე მინდა იუვეში მაგრამ თუ არჩევანზეა ვერატის ვიღცევ (მე ვინ მკიტხავს მაგრამ მაინც :)))
მე გუშინდელი თამაშის მერე არ შემიმჩნევია ვერატი პესკარაში რო იყო იქიდან მინდოდა იუვეში მოეყვანათ და ეხლაც ყველაზე მეტად ეგ მინდა პირლოს პოზიციაზე.და რაც შეეხება პოგბას არ შევადარებ მაინც სხვადასხვა სტილის მოთამაშეები არიან ორივე ერტად მინდა იუვეში იმედია მოვესწრები:D
პირლოს შემცვლელად ვერატი გვინდა რა თან იტალიელია მაგარი ტექნიკა აქ სწრაფიცაა 2-3 კაცს ისე ატყუებდა გუშინ გეგონება ეზოში თამაშობდა როგორმე ეგ და კავანი დაგვათრევინა ისე რო პოგბაც შეგვენარჩუნებინა აი მერე ლიგის მოგების დიდი შანსი გვექნებოდა.ეხლა გვინდა მოჯი
ეგ ხუთკუნჭულას ზღაპარია ძმა თორე ალბათ მაგაზე მაგარი ტრანსფერი არც გვინდა,ეგენი ალბათ პოგბას თუ შეველევით მაშIნ არის შესაძლებელი
ამ ხელმძღვანლობის ხელში მართლა ზღაპარია
ვერატი მგელივით იყო გუშინ მომავალი იტალიის!!!
თორნიკე, შენ და შენი იტალიელები რა
აქ ხშირად ადარებენ ვერატის და პოგბას ზოგს ერთი მოწონს ზოგს მერე მარა ფაქტია რო ვერატი იმ პსჟ_ს ერთერთი ლიდერია რომელმაც ბურთი გადააღუნა სტემფორდბრიჯზე ჩელსის
პსჟ ლიგის მთავარი ფავორიტია, ანუ მისი ლიდერიც მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო მოთამაშეა, დიმასგან ბოლო პერიოდში პირველად მოვისმინე იტალიელი ფეხბურთელის შექება, პირზე ეკერა სულ ვერატი
ბაჰებეჰი, დიგნე, კამარა, დოუჩეზი ეს ხალხი იცით ვაფშე ვინაა?
მე რო გეუბნებით არ გჯერათ და პსჟს მაგალითიდან მაინც გაიგეთ რო სკამზე ზუსტად ისეთი ხალხი უნდა იჯდეს ვინც სკამს შეეფერება, არ შეიძლება ძირითადშიც იბრაგიმოვიჩი გყავდეს და სკამზე იბრრას დონის მოთამაშე, პსჟს ყავს 14-15 ძირითადის კაცი, დანარჩენები კიდე პადოინები არიან, იუვეს უფრო მეტი სასტავის კაცი ყავს და უფრო ნაკლები პადოინი.
მართალია კამორანეზი ვარსკვლავები უნდა ვიყიდოთ როგორც ჩელსი ყიდულობს, მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეები და მწვრთვნელი ყავს და კიც ითვლებიან ეგერ ფავორიტებათ ინგლისის ლიგის თასზე
მართალია გადამწყვეტი სიტყვა ვარსკვლავებმა თქვეს გუშინ მარა გუნდის ხერხემალი ვერატი და მატუიდი იყო, მერე რაბიოც კარგად შემოვიდა და კი უკონნტროლებდნენ თამაშს ჩელსის