ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრის წინასამატჩო პრესსკონფერენცია

“არაფრის მოსმენა არ მსურს არც გადაღლილობაზე არც დორტმუნდზე. საბედნიეროდ კონცენტრირების მოხდენა ჩვენი არჩევანია და ამიტომაც სიცილიელებთან შეხვედრაზე ვართ ორიენტირებულნი. მიმდინარე კვირა ფაქტიურად გადამწყვეტია შიდა გათამაშებისთვის. ჩემპიონატი ჯერ არ დაგვიმთარებია და არ მოგვიპოვებია გამარჯვება. არ შეიძლება ასევე ჩემპიონთა ლიგის დავიწყებაც. თუმცა, როგორც უკვე გითხარით ორიენტირებულნი პალერმოსთან დაგეგმილ შეხვედრაზე ვართ. მეტოქეს სატურნირო მდგომარეობა აძლევს იმის საბაბს, რომ დაპირისპირებისთვის მშვიდ გარემოში მოემზადოს. სტადიონი გაივსება და თან იუვეს წინააღმდეგ გაორმაგებული ენერგია იქნება. თან, 26 ქულა დაგროვებული 35-იდან შინაურ კედლებში მოახერხეს. დიბალა? მშვენიერი მოთამაშე, რომელიც გრანდში კიდევ უფრო მეტად წარმოაჩენს საკუთარ შესაძლებლობებს”– საუბრობს წინასამატჩო პრესსკონფერენციაზე მასიმილიანო ალეგრი.

“მიმდინარე სეზონში პრაქტიკულად ასამოას და კასერესის გარეშე ჩავატარეთ. იგივე სიტუაციაში იყვნენ რომულო და ბარძალი. არცთუ ისე ნაკლებად მოგვისაკლისებია პირლოც. იმედი მაქვს, რომ გერმანიაში იგი სრულ მზადყოფნაში იქნება და დაგვეხმარება მიზნის მიღწევაში. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, როტაცია იქნება და გარკვეულ ფეხბურთელებს დასვენების საშუალებას მივცემ. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დორტმუნდში არ განხორციელდება შემადგენლობის ცვლილება. საბედნიეროდ კარგ ფორმაში შევიდა მატრი, ისევე როგორც ბარძალი, რომელიც დიდი შანსია გამოჩნდეს დღევანდელ შეხვედრაში. თავის მხრივ გამოვყოფ პეპეს, რომელმაც სეზონის მნიშვნელოვან მონაკვეთში ტაქტიკური ვარირების საშუალება მომცა. მართალია იგი სრული 90 წუთისთვის ჯერ არ არის მზად, მაგრამ პირადად ჩემთვის ის ძალზედ მნიშვნელოვანი ფიგურაა გუნდში. სიმონეს დამატებითი პლიუსი მისი ტაქტიკური განსწავლულობაა, რადგან რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში. უპირატესი ბუნებრივია მარჯვენა ფლანგია, მაგრამ არც ცენტრალური ნახევარმცველის როლში დაიკარგება”.

“სტურარო? მას შეუძლია თამაში მცველების წინ და საჭიროებისამებრ პოგბას პოზიციაზეც, მიუხედავად იმისა, რომ ოდნავ განსხვავებული მახასიათებლები აქვს. ვფიქრობ, იგი მზად არის დღევანდელი დაპირისპირებისთვის. ვიდალი? მას ეხლა კარგი ფიზიკური ფორმა აქვს, მაგრამ აქებენ, მხოლოდ მაშინ როდესაც იტანს გოლს. მაგრამ იგი არის ნახევარმცველი და როდესაც დასკვნებს გამოიტანენ ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ. იგივე ეხება პოგბასაც, რომელიც თავისი საუკეთესო მატჩები გამართა ლაციოსთან, რომასთან და ბორუსიასთან. სტატისტიკაც კი მათ მხარეს არის. ვიდალმა გაიტანა 6 გოლი, ხოლო პოგბამ 7. მარკიზიო? ის კარგად გრძნობს თავს უბრალოდ აუცილებელია ისწავლოს ძალების სწორად გადანაწილება და არა საჭირო ეპიზოდებში მეტისმეტად არ გადაიტვირთოს თავი”.

წყარო: Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
9 years ago

ეს მართლა სულელია.თებერვალი მართლა მაგარი მოთხარა იმ დღეს :lool: :lool: :lool: თვეებს რაც შეეხება შეიძლება იტალიაში მარტის შემდეგ თებერვალია და ჩვენ არ ვიცით :lool: ტოროსიდისმა შანსი არ გვაქ ჩემპიონები ვერ გავხდებითო ფიორე რომას დასრულების შემდეგ თქვა ეგ ჩემი ყურით გავიგონ ეს წვინტლიანი კიდე ვითომ ტავმდაბალი არადა ყ ველაზე აფერისტი მწვრთნელია იტალიაში :lool: საუკეთესო აფერისტის ტიტული უნდა გადავცეთ.იტალიაში ხოა სიმულიანტობის ტიტული კრასიჩს რო გადასცეს ლოოოოოოოოლ :lool:

Di Francesco # 1
9 years ago

Markizioze da pepeze martali tqva

jjj jjj
9 years ago

Idiot! Tak nazivaetsia!!

Giorgi kasrashvili
9 years ago

ai kitxva maqvs:

mimdinare kvira gadamwyvetiao shida chempionatshio da rato? :D

ra debiluri saubari aqvs am kacs da aralogikuri!!!

es ra shuashia ra gadawydeba? idzaxis skudeto ar mogvigiao roca 11 qulaa sxvaoba da 14 rom gaxdes ra mogebuli gvaqo ityvis? :D

debilia ra… wina matchze tkva exla.tebervaliao da adrea chempionobaze saubario arada 9 marti iyo :D

lasha naxucrishvili
9 years ago

ამ თამაში დიდს არაფერს ველოდები ცოტა ნელა იუვემ თავი მოიკლას .ფეხბურთელებს დაასვენებს და რაც გამოვა გამოვა.ალბათ 0 1 მოვიგებთ ან როგორც ფიორესთან თასზე ისე წავაგებთ.

forza bianconeri
9 years ago

ამ კაცში ყველაზე მეტად ის მომწონს რომ ყველაფრის ზუსტად შეფასების უნარი აქვს

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x