დღეს დადგინდება პოგბას სარეაბილიტაციო პერიოდის ვადა
მიმდინარე სეზონში იუვესთვის ბორუსიასთან ასპარეზობა იღბლიანიც იყო და გარკვეული კუთხით უიღბლოც. ტურინულ შეხვედრაში გუნდს ერთ-ერთი წამყვანი შუახაზელი ანდრეა პირლო გამოაკლდა, ხოლო გერმანიაში ასევე პირველივე ტაიმში მორიგი წამყვანი ნახევარმცველი პოლ პოგბა. პირველადი ინფორმაციით ფრანგს მარჯვენა ბარძაყის კუნთი აქვს დაჭიმული და არ არის გამორიცხული ახალგაზრდა ფეხბურთელმა 30 დღე დაისვენოს. ალეგრი ამ თემაზე ფრთხილ კომენტარს აკეთებს და ექიმების საბოლოოდ დიაგნოზს ელოდება. თუმცა, საბედნიეროდ მორიგი მატჩები ჩემპიონთა ლიგაში 14-15 აპრილს უნდა გაიმართოს და იმედი ვიქონიოთ პოლს არაფერი სერიოზული არ დამართნია და იგი შეძლებს გუნდის დახმარებას 1/4 ფინალურ სტადიაზე.
წყარო: La Stampa
მომენტ ისე თუ დააკვირდებით გუშინ ჩვენებზე კარგად იმოქმედა იმან , რომ ბორუსიას თვლიდნენ მაინც ფავორიტად )) ხან ვინ დაგვცინა ხან ვინ )) მერე სტადიონზე 97-ის დაწერა და მთელი ზარ ზეიმები ჩVენებს ხმა არ ამოუღიათ ) ალეგრიმაც ძალიან ზრდილობიანად და მოკრძალებულად უპასუხა ) აი ამის გამო მიყვარს იუვენტუსი :) მოედანზე ბიჭები ყველაფერს დებენ და პასუხს სცემენ ყველა კითხვაზე :) ალეგრის ბრავო და იმედი მაქვს წარმატების ზუსტად იმიტომ , რომ მაქსმა ასეთი მიდგომით შეიძლება შორს წაგვიყვანოს :) ბევრად რესურსიანი გუნდი ჰყავს ეხლა და აშკარად მეტი შეუძლია :) იცის კაცმა :) უბრალოდ სხვებისგან განსხვავებით ლაპარაკს საქმის კეთება ურჩევნია ) რეალური საქმის კეთება ))
ერთადერთი ბაიერნთან შეხვედრას არ ვისურვებდი. რაც შეეხებათ ესპანურ გრანდებს ჩვენ სიტი და შალკე არ ვართ კლასის ხარჯზე რო მოგვიგოს რომელიმემ არცერთი ჩაითვლება იუვესთან ფავორიტად
მორატას კომენტარი ეწყინათ რეალის ფანებს და აღარ უნდათ აზრზე არ არიან რა ფეხბურთელს კარგავენ