მორატა :”ასეთი თამაშით ბევრს მივაღწევთ”
გუშინდელ შეხვედრაში ალვარო მორატამ საკმაოდ კარგად იასპარეზა, თუმცა ერთი გატანილი გოლის ნაცვლად მას ნამდვილად მართებდა უფრო მეტჯერ დაელაშაქრა მეტოქის კარი. თან ეს მაშინ როდესაც ანგარიში იყო 1-0… ყოფილმა მადრიდელმა ორი 100%-იანი ეპიზოდი გაუშვა ხელიდან, თუმცა საბედნიეროდ მომდევნო ეპიზოდში ტევესის დახმარებით გამოიჩინა თავი და გუნდმაც მიაღწია სასურველ შედეგს :“ფანტასტიური მატჩი გავმართეთ და რაც მთავარია ვმოქმედებდით როგორც ერთიანი მექანიზმი. დაცვა იყო საჭირო? ერთიანად ვიცავდით თავს და ასევე ვმოქმედებდით შეტევაშიც. ტევეს ჯერ კიდევ პატარა, რომ ვიყავი მაშინ ვუყურებდი და წარმოიდგინეთ ეხლა იგი ჩემი პარტნიორია. ეს ყველანაირი ოცნების ახდენაა”.
ეხლა კი უკვე წინ 1/4 ფინალური სტადიაა, სადაც ბარსელონა, ბაიერნი, პსჟ, რეალი, მონაკო, პორტო, ატლეტიკო და იუვენტუსი იასპარეზებენ …
“თითოეული მათგანი ძლიერია, თუმცა თუ ამავე სტილში განვაგრძობთ თამაშს, ვფიქრობ შორს გავალთ”.
მადრიდის რეალს აქვს უფლება გამოისყიდოს ალვარო მორატა…
“გულშემატკივრებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, რადგან აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ და ერთადერთი გუნდი, რომელზედაც ვფიქრობ არის “იუვენტუსი””.
წყარო: Football Italia
იუვეფობია ჭირს უკვე დორტმუნდს სახლში ვერ გვიგებენ როცა ლამის ყველა გრანდს გადაუარეს 0:5 კაი საღადაო იქნებოდა მაგრამ არც 0:3 არის ნაკლები
ალვაროს საწინააღმდეგო არაფერი მაქ მარა იუვეს დონე არაა რა მაინც, 2 ბურთი უეჭველი გასატანი ქონდა საუკუნოდ სალაპარაკოდ მექნებოდა დორტმუნდის ფანებტან 5-0
მეც ვთვლი რომ ყველაზე უხერხული მეტოქე იქნება ბავარია… ჩვენსავეთ მაგათაც ქვეყნის ჩემპიონატი განაღდებული აქვთ და დასვენებული რობენი რიბერი რთულია, თან უკვე დიდი ხნის შეთამაშებული გუნდია…
ყველაზე ბოლოს მაინც ბავარიას ვისურვებდი…
დანარჩენი მაინც ერთნაირია, ბარსას შეიძლება ვერ ვაფასებ სათანადოდ, მარა ბავარიას მაინც მირჩევნია, რეალი უბრალოდ ანჩელოტის ფაქტორია და კარგად იცის ალეგრიც და იტალიური ფეხბურთიც… პსჟ-ს გავაჩერებთ მგონია… პორტო არც ისე მარტივი გუნდი არაა და არავის გაასეირნებს ადვილად… მოკლედ 8 გუნდში ყოფნა თავისთავად სასიამოვნოა, მაგრამ მინდა რაც შეიძლება შორს წავიდეთ…
მაგრამ მთავარი დეტალი მაინც არის ის, რომ წლევანდელ ბორუსიაზე მოგება, საპირწონე არაა, ფეხბურთელებს არ უნდა აუვარდეთ ტავში…
დანარჩენი ყველასთან თამაში შეიძლება თანაბრად…
დიდი სიმპატიით ვარ პარიზული გუნდის მიმართ განწყობილი ისევე როგორც ბევრი იუვენტინო მაგრამ ერთმანეთს თუ დავუპირისპირდით ფავორიტი იუვეა
ბარსა – ბავარია
რეალი – პსჟ
ატლეტიკო – პორტო
იუვე – მონაკო
ჩათვალეთ რო უკვე იყო კენჭიყრა
ძმაკაცს დავუწერე ორი საათის უკან ზუსტად ეგ წყვილები : @.... ....
უნდა გამართლდეს
ნახევარფინალში ატლეტიკო პორტუს გამარჯვებულზე გავალთ
დორტმუნდი ხო გავარტყი და რეებიც შენ დაწერე მეც ეგ მომხვდა ტვინში ოღონდ ხუმრობის გარეშე.
ბარსა ყველაზე ბოლოს მინდა ძალიან კარგი შემტევი ხაზი ყავთ, თან ინდივიდუალურად ძალიან ძლიერები არიან
ატლეტიკოსთან იქნება მძიმე თამაში. ძალიან ნერვიული :@.... .... დაგვიჩეხავენ პახოდუ ხალხს
იმედია ეგრე იქნება. მაგრად გაასწორებს ბერნაბეუზე რომ გაუტანოს გადამწყვეტი გოლი
ბავარიას არ მინდა რო შევხვდეთ იმიტორო 80% გამოგვაგდებს, პსჟსაც ავარიდებდი თავს, ბარსასთან თან მინდა თან არა, საინტერესო იქნება მაგენთან თამაში იმიტორო რაც პირველი კლუბი გახდა მის მერე არ გვითამაშია ბარსასთან, დანარჩენებს კიდე 90% მოვუგებთ
რეალს თუ შევხვდით მორატა მოგვაგებიებს