მაროტა :”პოგბასთვის პოტენციურ მყიდველს ნამდვილად არ ვეძებთ”
ჯუზეპე მაროტას განცხადებით ტურინულმა კლუბმა პოლ პოგბას გარეშეც მშვენივრად იასპარეზა და 1/4 ფინალში ასპარეზობაც მოიპოვა. თუმცა, ამასთან ერთად იგი უარყოფს ყველანაირ მოლაპარაკებებს ფეხბურთელის ვითომ და გასხვისების თაობაზე:“პირველივე წამიდან გვქონდა კონკრეტული მიზანი, რომელიც შედგა ანდრეა ანიელისთან ერთად. იუვე უნდა დაბრუნებოდა იმ პოზიციას, რომელსაც იმსახურებს. წლიდან წლემდე კი ყველა ხედავდა თუ როგორი ტემპებით პროგრესირებდა გუნდი. ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ასპარეზობა კი მიუთითებს იმას, თუ რაოდენ დიდი პროფესიონალები არიან აქ შეკრებილნი. გამარჯვება, რომელიც ლამაზ სტილში იყო მიღწეული, სამწუხაროდ პოლ პოგბას გარეშე შესდგა. ეს კი კიდევ ერთხელ ადასტრებს ფაქტს, რომლის მიხედვითაც ფეხბურთი არის გუნდური სპორტი და არა ინდივიდუალური. ბუნებრივია ცალკეული ფეხბურთელები მნიშვნელოვანი არიან, მაგრამ უპირველესი კლუბის ინტერესებია. სასიამოვნოა, რომ პოლმა მალევე გაამართლა გაცემული ავანსები. მსურს დაგარწმუნოთ, რომ იუვეს შეუძლია ასეთი კალიბრის მოთამაშეების შენარჩუნება. ეს არის რეალობა”.
“ბუნებრივია, რომ დღეისათვის იგი საკუთარი პერსონის მიმართ დიდ ყურადღებას მიიპყრობს და თან ისეთი გუნდებისგან, რომლებიც ჩვენს ჩემპიონატზე უფრო ძლიერ ლიგებში ასპარეზობენ. თუმცა, იუვენტუსი არ ეძებს მყიდველს. ფაქტია, რომ რაც მეტი ჩემპიონი გყავს კლუბში, მით უფრო მეტია მოგების შანსი, მაგრამ გასათვალისწინებელია სხვადასხვა ასპექტი. გვსურს ეს ორი ელემენტი გავაერთიანოთ, რომელიც საბოლოო ჯამში განამტკიცებს გამარჯვებულის მენტალიტეტს. სხვა ფაქტორებთან ერთად ამაში გამოვიყენებთ სატრანსფერო ფანჯარასაც. განვაგრძობთ პროგრესირებას, როგორც ამას უკვე ვახდენდით გასული წლების მანძილზე. შემადგენლობა უნდა იყოს კონკურენტუნარიანი და მასში უნდა ირიცხებოდნენ როგორც ჩემპიონები, ასევე ნაკლებად ცნობილნი, თუმცა გუნდისთვის სარგებელის მომტანნი”.
წყარო: Football-Italia
ვერატი პოგბა პირლო ვიდალი მარკიზიო და ფლანგებზე ასამოა კვადრადო წინ ტევესი კავანი ზაზა ბერარდი დაცვა კასერესი კიელინი ბონუჩი ბარძალი მარკინიოსი კარებში ბუფინი დე ხეა დადადა მერე ალბათ შევძლებდით 70 მილიონიანი ტრანსფერების გაჩარხვას კბადრადო კავანი ვერატი მაინც :(
ramdeni sisulele weria…
de xea skamze tu buffon? :D
da kuadrado chelsis gadasayidad kiar uyidia :D da 40mls gadaixdis marota xo magashi? :D
es pess-shi gyavs aseti gundi tu namdvili juve ginda aseti dexea sasttavshi da jiji skamze tu pirikit :D
ჯიჯი 38 გახდება ტრანსფერების დრო რომ მოვა და ორ სეზონზე მეტს აღარ ითამაშებს იმიტომ რომ ასეთი ხალხი თავსარ გაიბანძებს დაბალ დონეზე თამაშით მაშასადამე საჭიროა ჯიჯის ღირსეული შემცვლელი როგორც ჩელსიმ შეცვალა ისე და სისულელე თუ გგონიათ აგერ ხართ თქვენ და აგერ მე, კვადრადოსნაირები გაუყიდია ჩელსის?სისე ვინ გაყიდა ორ სეზონში მეიერლეში ვინ გაყიდა მიესი ვინ გაუშვა ან ლუკაკუ ვინ გაყიდა და ასრთი რამდენიც გინდა თუ სასტავში არ ცადგა რასაც ვერ ვხედავთ ჯერჯერობით რა ფეხებად ენდომებათ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს
eg darchebodes neta da pirlos shemcvlelad veratti manaxa gundshi da mere bavaria kiara msoflio nakrebi gamoushvan tu undat…
marchisio veratti pogba vidal
bicho bicho bichoooo… iiiiif
ფლანგელები მაინც საჭიროა რადგან ყველა გუნდი ფლანგებზეა გადასული ამიტომ ვერატის მე კიდევ 3 მოთამაშეს დავამატებ და მერე მართლა სეიძლება ბაიერნს, რეალს, ჩელსის და ბარსელონას კონკურენციის გაწევა
დე ბრუენი, ლუკას მოურა და ლაზარ მარკოვიჩი.
რაღაც მეეჭვება ცდუნებას გაუძლო
ჟურნალისტები კი ყიდიან ხან სად ხან სად ხალხს კიდე ჯერა. მაროტას მაგივრადაც ეგენი ებაზრებიან თანხაზე.100 მილიონად არ მოგყიდით არაო 10იც დაამატეო.
მაგით ჭამენ პურს
ჩვენც დაგვპატიჟონ მერე