ლიპი :”საჭირო არის მცირეოდენი იღბალი”
ბიანკონერის ლეგენდარულმა ექს თავკაცმა, მარჩელო ლიპიმ შესაბამის დონეზე შეაქო “იუვენტუსის” ბოლო დროინდელი წარმატება, რომელიც განპირობებულია კალჩოში დომინირებით და ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული მსვლელობით :”იუვემ, შესძლო ყველაზე მთავარი. მან დაიბრუნა გამარჯვებული მენტალიტეტი, თუმცა მიუხედავად ამისა ის მუდამ არ ზეიმობდა სხვადასხვა თასების მოპოვებას. მაგალითად, როდესაც თავდაპირველად ჩავიბარე გუნდი მას 10 წელი არ ჰქონდა მოგებული. ასევე იყო კონტე, რომელმაც იტალიაში საუკეთესოს წოდება კვლავ დაუბრუნა მის რეალურ მფლობელს. დღეისათვის კი ახალი მიზანი ნათელია, დომინირება ევროპაში, რომელიც უდაოდ რთული მისიაა თუ შევხედავთ ბარსელონას, რეალს და ბაიერნს. მცირეოდენი იღბალია საჭირო წილისყრისას. კონტეს გუნდს, რომ რამდენიმე წლის უკან ბაიერნი არ შეხვედროდა 1/4 ფინალში, ალბათ კიდევ უფრო შორს გავიდოდნენ. გუნდს, გარკვეული კრიტიკა ჰქონდა ატლეტიკოსთან ნაჩვენები მატჩების გამო, არადა პირადად მე ძალზედ მომხიბლა ალეგრის არჩეულმა მანევრმა. შემდგომ იყო ბორუსია და სწორედ ასე იხვეწება და პროგრესირებს კლუბი. ბუნებრივია ვერ ვიტყვით, რომ იღბალმა ამჯერადაც გვიმტყუნა. ბევრად კომფორტულია მონაკოსთან ასპარეზობა ვიდრე ნებისმიერ დღევანდელ ტოპ-გრანდთან”.
და ბოლოს მარჩელომ კალჩიოპოლიზეც გააკეთა კომენტარი, რომლის საბოლოო სხდომაც დღეს გაიმართა და ვერდიქტიც დაიდო:
“ვფიქრობ, საკმაოდ ბევრმა ნიუანსმა ამოყო თავი ვერდიქტის გამოტანისას. საუბარი ბუნებრივია ახალ ფაქტებს ეხებათ, რომელზედაც ადამიანებს არც კი უფიქრიათ. ეს იყო საშინელი ლაქა იტალიურ ფეხბურთში, მაგრამ მასსზე გაჩერება და საუბარი ეხლა დროის კარგვაა. მას შემდეგ ხომ არა ერთი წელიწადი გავიდა”.
წყარო: Football-Italia
რა მისტიტით ამ კონტეს კონტე იყო დაცვითი მოთამაშე .. ვითო არ გახსოვთ გოლს გაიტანდა მორჩა . კონტემ უბრალოდ ერთი ტალჩოკი მიცა გუნდს იმ ტემში ჩარჩა. აი ალეგრი თავიდან არ მინდოდა მაგრამ საქმეში ბევრად უფრო პროდუქტიული გამოდგა ვიდრე კონტე.
და ბავარიის ფაქტორს რაც შეეხება ორი მატჩის ჯამში კარში არ დაურტყმია იუვეს და რა გამართლებაზე საუბარი.
ამ ვერდიქტზე ერთი ინფო დადეთ რა
აგერ ლიპის მაინც დაუჯერეთ, იმ დროს ჩემპიონი ბავარია რო არ შეგვხვდროდა ისეთ მუხტზე იყო იუვე ფინალამდე სეიძლება მისულიყო.
კონტეს ევროპაში თამაშს უწუნებდნენ არადა პირველივე წელს მეოთხედფინალში გავიდა კაცი და ჩემპიონთან ღირსეულად ითამაშა, იაქც უაზრო გოლები გავუშვით, მიუნხენში იმ წელს იუვემ რო ეთამაშა ბავარია ისე არცერთ გუნდს არ უთამაშია, რო არა ის უაზრო რიკოშეტი და თამაშგარედან გატანილი გოლი იუვე უფრო კარგ შედეგს დადებდა, თუმცა ალბათ მაინც ბავარია გავიდოდა ნახევარფინალში.
კონტეს საკრიტიკოთ გაქვთ ერთი თამაში, იმასაც თუ თამაში ქვია, იმ მოედანზე თხილამურებით უკეთესად ითამაშებდნენ ვიდრე ბუცებით, კონტე არი კაცი რომელმაც იტალიური ფეხბურთი გააღვიძა და ფეხზე დააყენა
კი უეჭველი
კონტეს მოკრიტიკე ნაღდად არ ვარ, პირიქით!!! უბრალოდ ხშირად ალეგრის ლანძღავენ( ალბათ კონტესთან შედარებისას), რასაც ვერ ვხვდები რის გამო, რა გააფუჭა ამ კაცმა ვერ ვხვდები. მაგრამ კონტეს ერთი კონკრეტული თამაშისთვის არ ლანძღავენ, გალათასარაიმდე არ უნდა მიეყვანა საქმე, მერე იყო კიდე ტურინში ნახევარფინალში დადებული 0-0!!! ეგაა და ეგ!!!
სერია ბ-ში სანამ გავარდებოდით ძაან მაგარი გუნდი გვყავდა მაგრამ ყოველთვის არსებობდა ერთი პრობლემა რამდენჯერაც 2 0 გვქონდა წაგებული პირველ მატჩში ყოველთვის ვეთიშებოდით ჩემპიონთა ლიგას დაჟე გოლიც კი ვერ გაგვქონდა ტურინში ეგრე მოუვიდა კონტეს იუვეს ბაიერნთან.ბევრ უიღბლობებსაც ქონდა ადგილი.
გაამტყუნეს მოჯი და ბეტეგა რამდენიმე ნაწილში. მარა ციხეს გადარჩნენ საქმის ხანდაზმულობის ვადის გამო. რამდენიმე მსაჯი გამართლდა, ზოგი გამტყუნდა.
იუვე 443 მილიონ ევროს ითხოვს მორალურ კომპენსაციას და ძაან გაუჭირდება მაგ თანხის აღებება, მითუმეტეს მოჯი რადგან არ გამართლდა
რა მოხდა სხდომაზე ?