ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბარძალი :”ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ დედამიწაზე”

საკმაოდ გრძელ ვადიანი იძულებითი შესვენების შემდეგ იუვენტუსს და იტალიის ნაკრებს ანდრეა ბარძალი დაუბრუბდა. ფეხბურთელმა უმძიმესი პერიოდი გამოიარა და ჟურნალისტებს სწორედ ამ თემაზე ესაუბრა. მისი განცხადებით, იყო ისეთი ეპიზოდებიც როდესაც იგი კარიერის დასრულებასაც კი ფიქრობდა…

“საშინელი დღეები იყო. არა მხოლოდ იმიტომ სანაკრებო დონეზე საერთოდაც, როდესაც შენ არ ხარ პარტნიორების გვერდით და ვერ ახერხებთ მათ დახმარებას არის აუტანელი ტანჯვა. ყველაზე ცუდი მომენტი? ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და თითქოს ყველაფერი გეგმის მიხედვით უნდა განვითარებულიყო. თუმცა, როდესაც შევუდექი ფიზიკურ დატვირთვებს, ვერაფრით მოვახერხე სირბილი. საშინელ ტკივილს ვგრძნობდი, რაც ბუნებრივია საგანაგაშოს ხდიდა სიტუაციას. ასე მეგონა სამყარომ ზურგი მაქცია. აბაზანაშიც კი ვერ შევდიოდი ისე, რომ ტკივილი არ მეგრძნო. ნამდვილად ვფიქრობდი კარიერის დასრულებაზე, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს დავთანხმდი სარეაბილიტაციო პროგრამის გავლას და თავდაუზოგავი შრომის დამსახურებით დღეს თქვენს წინ ვიმყოფები. იცით, სულ სხვა შეგრძნებაა თვალს ადევნებდე შენს გუნდს სტადიონიდან და სულ სხვაა იყო მათ გვერდით. ბუნებრივია თანაგუნდელებთან ახლო ურთიერთობა მქონდა, მაგრამ თავად მე ვგრძნობდი გაუცხოებულად თავს. ასეთ დროს კი მეუღლის და შვილის მხარდაჭერამ ჩემზე ენით აუღწერელი სტიმული მომანიჭა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ დედამიწაზე”.

“რა აზრის ვარ ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელებზე, რომლებსაც იტალიური ფესვები არ გააჩნიათ? იცით, ეს ადრეც იყო და მომავალშიც იქნება. ვფიქრობ, თუ ფეხბურთელი კარგად წარმოაჩენს თავს და აქვს სურვილი იასპარეზოს ერთი კონკრეტული ნაკრების რიგებში ამაში დასაძრახი არაფერია. ამ ასპექტს სხვა ქვეყნის ნაკრებებიც, საკმაოდ ეფექტურად იყენებენ. ერთი სიტყვით, ისინი ჩვენთვის სასურველი კადრები არიან. კონტე? პიროვნება, რომელიც ყოველთვის ხმამაღლა იძახის ყველაფერს, რასაც ფიქრობს და მიუყვება საკუთარ გზას. ბუნებრივია ესმის თუ რაოდენ დიდი მითქმა მოთქმა მოყვება ამა თუ იმ ნაბიჯს, მაგრამ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მან მიიღო და მომავალში მიიღებს, ნაკრებისთვის იქნება სასიკეთო”.

“ვხედავ თუ არა ჩემს თავს ევრო 2016 წლის შემდგომ ნაკრებში? რა თქმა უნდა არა, რადგან მაშინ უკვე გადავაბიჯებ 35 წელს. იმ ფეხბურთელა ტიპს კი ნამდვილად არ განვეკუთვნები, როგორებიც არიან ბუფონი და პირლო – მათ 40 წლამდეც თავისუფლად შეუძლიათ საკუთარი საქმის კეთება. ამიტომ იმედი მაქვს, ახალგაზრდა მცველები, მაგალითად როგორიც არის რომანიოლი, თავს საუკეთესო კუთხით წარმოაჩენენ. გაახალგაზრდავების კურსი ურიგო ნამდვილად არ იქნება”.

“ჩემპიონთა ლიგა? სამწუხაროდ შარშანდელ სეზონში არცთუ წარმატებულად ვიასპარეზეთ ევრო სარბიელზე. თუმცა, მიმდინარე წელს გარკვეულმა ფაქტორებმა და რაც მთავარია ახალმა მწვრთნელმა განახლებული და წარმატებული ეფექტი მოახდინა. საერთოდაც, ეს არის ისეთი ტიპის გათამაშება, რომელშიდაც იღბალი საკუთარ როლს ასრულებს. ფინალი? უნდა გვჯეროდეს და საერთოდაც ოცნების უფლება ნამდვილად გვაქვს. მოედანზე გავდივართ იმედიანად, მაგრამ ამავე დროს ვაცნობიერებთ, რომ არიან კლუბები რომლებიც გარკვეულ ეტაპში ჯერჯერობით გვჯობნიან. არსებობს გარკვეული სახის განსხვავება მენტალიტეტსა და სტაბულურობას შორის. საერთოდ, ორ რაუნდიან დაპირისპირებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ხოლო უკანასკნელ წლებში დავუმტკიცეთ ყველას, რომ იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო გუნდი ვართ. ასევე უნდა შევხედოთ ევროპა ლიგასაც, სადაც ფაქტი სახეზეა – გუნდებმა შეიცვალეს მიდგომა და მენტალიტეტი. იმედს გამოვთქვამ, რომელიმე მათგანი შეძლებს ევროპა ლიგის ფინალში გასვლას, ხოლო ჩვენის მხრივ იგივეს მოვახერხებთ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში. სწორედ იქ უნდა მივიყვანოთ იტალიური ფეხბურთი, სადაც იმსახურებს”.

 

წყარო: Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

19 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Giorgi kasrashvili
9 years ago

romaniolis bardzagli aqebs da ara minashvili :D
eseigi magaria da arc shen da arc me ar vicit barzaglize uket mcvelis shefaseba da masshi talantis danaxva!!!

romanioli rugani zapakosta dzalian kargia amat daumate darmiani da dacvis xazi mshvenieria…

karshi perini leali

naxevardacvashi sturaro veratti fausto rossi skiavone bonaventura insigne…

win berardi zaza gabbiadini

mshvenieri taoba hyavs italias

Di Francesco # 1
9 years ago
Reply to  Dutch

თვითონ იძახის ნედვედია ჩემი კუმირიო, ისე ჩვენთან რო იყვნენ ჩამოსულები ნედვედის პოზიციზე თამაშობდა, 3-5-2 ში იდეალურად ჯდება ორივე ფლანგზე, თუმცა 4 კაციან დაცვაშიც კაია

Gio Darja
9 years ago

25 წლის იანგა მბივა 20 წლის რომანიოლისთან რა შუაშია ? თინეიჯერია ტიპი და სამპდორიაში სტაბილურად თამაშობს, არ დაგვავიწყდეს მეოთხე ადგილზე მიჰაიოლოვიჩის გუნდი, ტყუილად არავის შეუშვებს მოედანზე )) ეგეც ნიჭიერია და რუგანიც, მაზი ზედმეტად გააპიარეს, ზაფხულში რო იუვეში გამოჩნდები ეგ არ ნიშნავს სასწაული ხარ, ეგ შენს პერსპექტიულობას ამტკიცებს და მთავარია როგორ განვითარდები

ბარძალიზე რაღა ვთქვა, კედელია :juvee:

Samtrediel90
9 years ago

მოკლედ რა გინდათ თქვენ ვერ ვიგებ ხოლმე ხანდახან რა… რამდენი ვიგაცა გამოანათებს ყველას ფანი ხართ,ჯერ მაზიო,მერე რუგანიო,ეხლა რომანიოლიო,ერთზე ჩამოყალიბდით ხოლმე…
ისე ეგ მაზი სად ჩატეხეს,მე მომწონდა კაი ბიჭი ჩანდა

Di Francesco # 1
9 years ago
Reply to  Samtrediel90

მე მწერ მაგას? სად ნახე რო რომანიოლოს ფანი ვარ? ბარძალი არი იტალიის ერთერთი საუკეთესო მცველი და მაგ კაცმა თქვა რომენილიოლია იტალიის მომავალიო და აქ რო დაიწყეს რომანიოლის დაცვინვა მაგაზე ვუპასუხე რო არაა დასაცინი, მითუმეტეს მის მერე როცა ბარძალი ამბობს რო იტალიის მომავალიაო

Di Francesco # 1
9 years ago

იანგ მბივა 18 წლისაა? ახლა 20 წლისაა რომანიოლი და სამპდორიას სასტავშია, მეტი რა ქნას? რადგან იუვესი არაა მიტო არ მოგწონთ? რომაში მაინც არ დარჩება საბოლოო და ან ჩვენთან მოვა ან მილანში

Di Francesco # 1
9 years ago

რომანიოლი 18 წლის იყო რომას სასტავში რო თამაშობდა, ყველაზე დიდი მომავალი მაგას აქ, ფლანგზე კიდე ძაპაკოსტა გვყავს ძლიერი

giorgi nefaridz
9 years ago

რომაში იან ა მბივაც თამაშობს :lool: :lool: :lool: მგონი სწორად დავწერე

giorgi nefaridz
9 years ago

რომანილოი არა ლობჟანიძე კიდე :forza:

lasha naxucrishvili
9 years ago

:lool: :up:

giorgi nefaridz
9 years ago

ნესტას მერე ასე მოაზროვნე მცველი არ ყოლია იტალიას, მშვიდად ვარ როცა ესაა სასტავში , თან ფიზიკურად მაგარია

d a v i d
9 years ago

რომანიოლის მცველობა არ ვიცი მარა რუგანის რო კაი მომავალი ეჭყანება ეგ ფაქტია :chuvak:

giorgi nefaridz
9 years ago
Reply to  d a v i d

რუგანი :up: :up: :up: :up: რომანიოლი :lool: :lool: :lool: :lool: :lool:

d a v i d
9 years ago

:love:

Di Francesco # 1
9 years ago

ბონუჩის და კიელინს ყველაზე მეტად ვბალეჩიკობ მარა მოედანზე ბარძალის დანახვა მიხარია ყველაზე მეტად, ყველანაირად მაგარია, არც ზედმეტი წარმოდგენა აქ მის ტავზე და თან კარგად იცის როგორ უნდა ითამაშოს მაშინ როცა იუვეში და იტალიის ნაკრებშია, იუვეში უნდა დაამთავროს კარიერა :love:
:italy:

Di Francesco # 1
9 years ago
Reply to  Dutch

თან ყველაზე მაგარი ისაა რო სამივე ცენტრალური მცველი განსხვავებულები არიან, ბარძალი ყველაზე მშვიდი და ყველაზე სტაბილური, კიელინი ყველაზე ხისტი და ყველაზე რისკიანი, ბონუჩი კიდე ყველაზე კარგი დამზღვევია თუ ამ ორიდან რომელიმეს შეცდომა მოუვიდა, ბოლო კაცად მაინც ბონუჩი რჩება და მაგის მაღალი დონის თამშიც დიდ წვლის თამასობს მთლიანად დაცვის საიმედოობაში

lasha naxucrishvili
9 years ago

ძაან მაგარია რა იშვიათად უშვებს შეცდომებს და ყვითელ ბარათსაც ძაან იშვიათად იღებს მგონი ყველაზე იშვიათად იუვეში.კონტემ ეს სულ სხვა ფეხბურთელად აქცია.

| Newsphere by AF themes.
19
0
Would love your thoughts, please comment.x