მოჯი :”ვაგრძელებ ბრძოლას”
მიუხედავად რამდენიმე დღის წინ უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი ვერდიქტისა, ლუჩიანო მოჯი არ აპირებს დანებებს და ბოლომდე იბრძოლებს ფეხბურთში დაბრუნებისთვის. ამაზე თავად ლუჩანონემ ისაუბრა ჟურნალისტებთან:“საოცარი ის არის, რომ მსაჯები, რომლებიც ფიგურირებდნენ ამ საქმეში გამართლდნენ. ეს არის უსამართლო გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო უზენაესმა სასამართლომ. პირად ინტერეს საერთოდ არ ჰქონია ადგილი და საერთოდაც, ამ ყოველივეს მარტო როგორ განვახორციელებდი? ყოველთვის მზად ვარ ბრძოლისთვის, რადგან არავისი და არაფრის არ მეშინია. მომდევნო ნაბიჯი? ეხლა უკვე ევროპულ სასამართლოს მივმართავ, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს, რათა ბოლომდე ჩამოვირეცხო შეთითხნილი ჭუჭყი, რომელშიც შეთქმულების ნიადაგზე ამოვყავი თავი. ამის შემდგომ კი აუცილებლად დავბრუნდები ფეხბურთში”.
წყარო: Tuttojuve
ევროპული სასამართლოში სანამ შენი რიგი მოვა ლუჩიანო, შეიძლება არც მოგესწროს მაგ საქმის განხილვა, მერე გარდაცვლილს გაგამართლებენ რა თქმა უნდა იტალიაშიც…
არ უდგას ამ კაცს გვერდით თავად იუვე, მარტო იბრძვის…
სისულელეა რა თქმა უნდა, მსაჯი მოისყიდაო და მსაჯი გამართლდა და მართლა მარტო ხომ ვერ იზამდა მაგას
მაგრამ ამის მოძლიერება თავად იუვეს არ აწყობს, წილებს და რაღაცეებს მოითხოვს მერე ალბათ გუნდში