ვიდალი :”მუხლი მწყობრშია”
არტურო ვიდალს აღიზიანებს მის შესახებ ჭორები თითქოს, მუხლი არა აქვს იდეალურ კონდიციებში და ამიტომ ვერ თამაშობს სრული 100%-იანი დატვირთვით:“მაღიზიანებს თითოეული ის ადამიანი, რომელიც დღემდე ჩემს მუხლზე ჭორაობს. სიმართლე გითხრათ თავს ვგრძნობ მშვენივრად და 100%-ით ვარ მზად ნებისმიერი დაპირისპირებისთვის. ამ ფაქტის გამო კი თავს ბედნიერ ადამიანად მივიჩნევ. მოვა დრო და კოლო კოლოში აუცილებლად დავბრუნდები, რადგან ლიბერტადორეს თასის მოპოვება მოვახერხო. მაგრამ ასეთი ნაბიჯი ეტაპობრივად უნდა მიიღო. მალე 28 წლის გავხდები და წინ კიდევ უამრავი საქმეა განსახორციელებული”.
წყარო: Football-Italia