ოფიციალურად : პირლო “იუვენტუსში” 2017 წლამდე დარჩება
იტალიელი გენიოსისა და ტურინის “იუვენტუსის” ისტორია გრძელდება.ლეგენდარულმა ანდრეა პირლომ ბიანკონერებთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით, 2017 წლამდე გაახანგრძლივა.ბებერ ქალბატონში მოსვლის დღიდან 35 წლის ნახევარმცველი გუნდის უცვლელი წევრი და ერთ-ერთი ლიდერია, გამარჯვებების მთავარი შემოქმედი და რეჟისორი, პირლო მეტოქე გუნდის ფეხბურთელების დამატებითი თავის ტკივილია მისი არაორდინალური პასებითა და შეუდარებელი შორეული დარტყმებით.ამ მომენტისთვის შავ-თეთრი მაისურით ანდრეას 135 მატჩი აქვს ჩატარებული, გატანილი 18 გოლი, მოპოვებული სამი სკუდეტო, ორი იტალიის სუპერთასი და ზედიზედ მეოთხე ჩემპიონობისკენ მიმავალი გზა.უმაღლესი კლასის გაკვეთილები ჯერ კიდევ ჩასატარებელია..აქვე გეტყვით, რომ წინა კონტრაქტით პირლო “იუვენტუსს” 2016 წლის ივნისამდე უკავშირდებოდა.
აი ეს ნიუსი იყო კაკრაზ საპირველაპრილო )) გილოცავთ ყველას)))