ლიხტშტაინერი :”არ მაქვს პრეტენზია ნაკრებში მოთამაშე ემიგრანტების მიმართ”
სანაკრებო შეკრების პერიოდში სტეფან ლიხტშტაინერმა ეროვნული გუნდებში მოთამაშე ნატურალიზირებულ ფეხბურთელებზე გააკეთა კომენტარი, რომელმაც არა ერთგვაროვანი გამოხმაურება ჰპოვა საფეხბურთო სამყაროში :“არავითარი პრეტენზია არ მაქვს იმ პარტნიორების მიმართ, რომლებიც ნაკრებში ჩემს მხარდამხარ ასპარეზობენ – ემიგრანტებზე… თუმცა, ვფიქრობ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ბარნეტა და შვენგლერი იმსახურებენ შვეიცარიის ნაკრებში თამაშს”. გუშინ კი იუვეს ლეგიონერს დამატებითი კომენტარის გაკეთება მოუწია ამ ფაქტის გამო: “არ ვაპირებდი იმ თემის წამოწევას თუ რომელი უფრო მეტად არის შვეიცარიელი, მაგრამ ვგონებ გულშემატკივრებს საკუთარი თავი სწორედ ნაციონალურ გუნდთან აქვთ ასოცირებული”.
წყარო: CanaleJuve.it
იტალიის ნაკრებიც მეორე შვეიცარიად იქცა თუმცა სხვა რა გზაა სუსტი თაობა მოვიდა