ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი :”სკუდეტომდე გვაკლია რამდენიმე გამარჯვება “

ბიანკონერის თავკაცის მასიმილიანო ალეგრის მოსაზრებით, იმ შემთხვევაში თუ გუნდი უახლოეს სამი მატჩიდან ორში გამარჯვებული გამოვა, სკუდეტოს ბედი ფაქტიურად გადაწყვეტილი იქნება. ჩემპიონატის დასრულებამდე 10 ტურია დარჩენილი, ხოლო ქულათა სხვაობა უახლოეს მდევართან 14-ს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ ხვალ თბილისის დროით 23:45-ზე ბიანკონერი ემპოლის დაუპირისპირდება, ხოლო შემდეგ უქმეებზე პარმას…

“ემპოლისთან შეხვედრაში, რომელიც ნამდვილად კარგ ფორმაშია დღეისათვის, ვეცდები საუკეთესო შემადგენლობის გამოყვანას. მოკრძალებული კლუბი მიმდინარე სეზონში საკმაოდ სიმპატიურად გამოიყურება. უკანასკნელ რვა დაპირისპირებაში შთამეჭდავ შედეგს მიაღწიეს. ამიტომ მოგვიწევს მაქსიმალური კონცენტრაცია და სწორი განწყობის ქონა მთელი 90 წუთის მანძილზე, თუ გვსურს ჩემპიონატის მოგება. ჩემპიონატის დასრულებამდე 10 ტურია დარჩენილი და რამდენიმე მოგება და ქულა გვაშორებს სკუდეტომდე. ვფიქრობ, ემპოლის და პარმას დამარცხებით 2/3-ით გავინაღდებთ ჩემპიონობას”.

“შემადგენლობის მხრივ ხვალინდელ შეხვედრაში ჯერჯერობით ბოლომდე არ ჩამოვყალიბებულვართ. ტევესი და პერეირა სულ ცოტახნის წინ დაგვიბრუნდნენ სანაკრებო შეკრებიდან. დღეს, ორივეს მდგომარეობას შევაფასებ, ისევე როგორც დანარჩენი მოთამაშეებისას. ხვალინდელი დაპირისპირებისთვის, მხოლოდ ერთი დღე გვქონდა მოსამზადებლად. რა ბედი ელის რეჯისტას პოზიციას? არ ვიცი, ეს ვარჯიშის შემდეგ გამოჩნდებად. ნამდვილად გამორიცხულია პირლოს ასპარეზობა, ისევე როგორც მარკიზიოსი და პოგბასი. ასე რომ შუა ხაზში მხოლოდ ვიდალის, სტურაროს, პერეირას და პადოინის იმედად ვართ დარჩენილნი. დაცვის წინ კი პრინციპში ვიდალსაც უპრობლემოდ შეუძლია თამაში”.

მაქსმა ასევე მარკიზიოს გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზეც ისაუბრა…

“ვწუხვარ, რომ ყველაფერი ასეთი ცუდი სცენარით განვითარდა. მეორეს მხრივ მოხარული ვარ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით. მუხლი წესრიგშია და ეს ყველაზე მთავარია. მიუხედავად იმისა, რომ ემპოლისთან იგი ვერ ითამაშებს, უკვე მომდევნო კვირაში კლაუდიო შეძლებს მინდორზე გამოსვლას და გუნდის დახმარებას. წინასწარ იმის თქმა იასპარეზებს თუ არა 100%-ით ფლორენციელთა წინააღმდეგ მირთულდება. იცით, საკმაოდ რთულია ფსიქოლოგიური კუთხით იგებდე, რომ შენთვის სეზონი დასრულებულია და რამდენიმე საათში ამ ინფორმაციას აბათილებდნენ. საბედნიეროდ, კლაუდიო ფსიქოლოგიური კუთხით სრულ მზადყოფნაშია. ფიზიკური კონდიციების მხრივ კი ინდივიდუალური პროგრამით განაგრძობს წვრთნებს. იმედს ვიტოვებთ, რომ ფლორენციაში მარკიზიო ჩვეულ ამპლუაში დაგვიბრუნდება”.
წყარო: ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
simoni chigladze
9 years ago

liga movigot da tasic da skudetoc fiorentinas qondes orive

nino gvimradze
9 years ago

:roll: ფიორეზე უფრო ფიქრობენ ესენი, იმდღევანდელი(ტვიტერზე) კითხვაპასუხიდანაც გამოჩნდა ეს…კლუბს უნდა ძალიან იტალიის თასი..ვნახოთ…ისე რაც მოსაგებია სერიაში მოიგონ, რადგან შემდეგი მეტოქე ლიგაზე ვინ და როგორი იქნება რა იცის კაცმა და ცოტა მოსადუნებლად დაიტოვებენ “ქულების მარაგს”

lasha naxucrishvili
9 years ago

იტალიის თასი თუ აინტერესებს მინიმუმ 1 2 ფეხბურთელი უნდა დაასვენოს.ჩემი აზრით 2-0 მოვიგებთ.სანაკრებო პაუზების შემდეგ არ გამოვრიცხავ სვარკა თამაში იყოს.

forza bianconeri
9 years ago

ჩ.ლიგაზე საკაიფოდ გამოდი და თუ გინდა ეგ სკუდეტო ლაციოს დაუთმე საერთოდ

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x