ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

საკადრო პრობლემები და სავარაუდო შემადგენლობა…

ემპოლისთან დაპირისპირებაში ალეგრის ამ სეზონში ალბათ პირველად საკმაოდ გაუჭირდება ძირითადი შემადგენლობის დაყენება. სეზონის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადამწყვეტი არის კონკრეტული მოთამაშეების ფიზიკური კონდიცია. სანაკრებო ბატალიებმა ბუნებრივია საკუთარი ძალები წაიღო და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კონტეს ტურინული ტრიო ჰყავდა დაცვის ხაზისთვის გამოძახებული არ არის გამორიცხული რომელიმე მათგანმა მოკრძალებული კლუბის წინააღმდეგ სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლოს. დასვენების ყველაზე მეტი შანსი კიელინის აქვს, რომელსაც დიდი ალბათობით ანჟელო ოგბონა შეცვლის. სხვათაშორის ალეგრი ორ უკიდურესობას შორის არის. ერთის მხრივ სასურველია ფეხბურთელების დასვენება, მაგრამ ეს ისე არ უნდა მოხდეს, რომ ჩემპიონთა ლიგისთვის მოთამაშეები სათამაშო ტონუსიდან ამოვარდნენ. ერთი სიტყვით იუვეს თავკაცს საფიქრალი უსაზღვროდ ბევრი აქვს…

თავდასხმის ხაზში თითქოს ყველაფერი გარკვეულია. ბოლო წამს გაჩნდა ინფორმაცია, რომ ემპოლისთან ვერ ითამაშებს კინგსლი კომანი, რამაც ტევეს მწვანე შუქი აუნთო. ბუნებრივია საპასუხისმგებლო შეხვედრაში ეს ფაქტორი არ იქნებოდა გადამწყვეტი და არგენტინელი უსიტყვოდ მოხვდებოდა ძირითად შემადგენლობაში, თუმცა ამ ეტაპზე როდესაც აპაჩე გუნდს შტატებიდან შეუერთდა სადაც სანაკრებო შეკრებაზე იყო, არ იქნებოდა ურიგო მცირე დასვენება. იტალიელი ჟურნალისტების მტკიცებით კი ტევესი მზად არის ბრძოლისთვის და არც ალეგრია წინააღმდეგი საკუთარი წამყვანი მოთამაშე ძირითადში გაამწესოს. მითუმეტეს როდესაც კარლიტოსი შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და მარტოს შეუძლია სამი ქულის მოტანა.

ნახევარდაცვაში კი გუნდს განგაშის ზარი აქვს ჩართული. პირლო, მარკიზიო და პოგბა… სამი წამყვანი ნახევარმცველი აკლია ალეგრის. ასეთ შემთხვევაში მაქსი ვიდალს და პადოინს დაეყრდნობა უშუალოდ ჩამშლელობით სტადიაში, ხოლო შემტევად გადაღლილ პერეირას სტურარო ჩაანაცვლებს. ფლანგებზე 99%-ით ევრა და ლიხტშტაინერი იასპარეზებენ.

შემადგენლობაში დაბრუნდნენ პაოლო დე ჩელიე და ლუკა მარონე. აპენინელი მიმომხილველები არ გამორიცხავენ, რომ რომელიმე მათგანი შეძლებს მოედანზე გამოსვლას და გუნდის დახმარებას.

სავარაუდო შემადგენლობა:

(3-5-2) ბუფონი, ბარძალი, ბონუჩი, ოგბონა, ლიხტშტაინერი, ვიდალი, პადოინი, სტურარო, ევრა, ლორენტე, ტევესი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
arseni
9 years ago

ემპოლისთან დასვნება არავის ფორმიდან არ ამოაგდებს .. შერეული ვარიანტი აარ ჩიოს .. წინ სათასო თამაშია ფიორენტინასთან

lasha tsasidze
9 years ago

აუ ეგრე შეიძლება ტრამვა მიიღOნ და დაასვენოს მაშინ მთელი სეზონი . ტრამვისგან არავინ არ არის დაზგვეული და რა გამოდის მაშინ საერთოდ დაანებონ ფეხბურთს თავი? :))) ეხლა პროსთა ის მომენტია გუნდი კაი უდარზეა და მაქსიმალურად ყველა უნდა გამოიყენოს და ატაროს თუნდაც ექსპერიმენტები და არა დასვენების ხარჯზე, მასე შეიძლება საერთოდ ამოვარდნენ ფორმიდან … ითამაშნ ნახევარი ძალით თუნდაც რა პრობლემააა…

lasha naxucrishvili
9 years ago

ხო მართალი ხარ დათკა ისე არ უნდა მოხდეს რო ესენი ფორმიდან ამოვარდეს მაგრამ მეორეს მხრივ არსებობს დიდი ალბათობა რომელ ფეხბურთელებსაც ზედიზედ მოუწიათ ბევრჯერ მოედანზე გასვლა შეიძლება ტრავმა მიიღონ და მეორე მიზეზი ის რო არ შეიძლება ზამენა ხალხის მთლად სკამზე დალპობა მითუმეტეს ასე წინ რო ვართ ცხრილში.თავდასხმაში კიდე დააყენოს მორატა-ლიორენტე რა მოხდება რო (ცოტა სვარკას კი ვიხილავთ მარა არა უშავს ) და მეორე ტაიმში ტევესი შემოაგდოს და ნუ დაგვავიწყდება პეპე ყველგან თამაშობს ტიპი.ევრა და ლიხტა არიან კიდე მაგარ გაჭედილში კასერესისა და ასამოას არ ყოფნის გამო ნუ დე ჩელიე კი გვყავს ევრას შემცვლელად მაგრამ ალეგრის თითქოს სულ ტყუილად ყავსო ეგ ფეხბურთელი.მოკლედ დაასვენოს… Read more »

snuff-juve
9 years ago

ემპოლის ვინ დარდობს ფიორესთან გვინდა სასტავი :forza:

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x