სარი: “რთული მატჩი გველის, მაგრამ არაფრის დათმობას არ ვაპირებთ”
დღეს, თბილისის დროით 23:45-ზე ტურინულ გრანდს კერკეტი კაკალი “ემპოლი” დაუპირისპირდება, რომელიც საკმაოდ საბრძოლო სულისკვეთებით ესტუმრა იტალიის მოქმედ ჩემპიონს. ყოველ შემთხვევაში მათმა მთავარმა მწვრთნელმა პრესსკონფერენციაზე ზუსტად ასე განაცხადა: “ტურინს, საკუთარი თამაშის სათამაშოდ ვეწვიეთ.. რამდენად გამოგვივა არ ვიცი, მაგრამ სურვილი დიდი გვაქვს. მაქსიმალურად უნდა განვეწყოთ ამისთვის, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში უაღრესად გაგვიჭირდება”.
მატჩი, რომელიც სატურნირო მდგომარეობიდან და სხვადასხვა ასპექტის გათვალისწინებით, არ უტოვებს შანს მოკრძალებულ გუნდს, მაგრამ სარი არ იღებს მარცხს საფინალო სასტვენამდე:
“მთავარია, რომ ფეხბურთის თამაშიდან მივიღოთ სიამოვნება და ყოველგვარი ზეწოლის გარეშე ვიასპარეზოთ. ჩვენი იარაღი იქნება მათ ნებისმიერ დარტყმას, რომ დარტყმით ვუპასუხებთ და არ ვიქნებით პასიურები. ნამდვილად არ ვარ დაინტერესებული თუ რა შემადგენლობის წინააღმდეგ მოგვიწევს ხვალ ასპარეზობა, რადგან მათ რიგებში უკლებლივ ყველა დიდი პროფესიონალია და როტაციით, გუნდის საერთო ძალა უმნიშვნელოდ იცვლება”.
სარის კარგად ესმის თუ რაოდენ დიდ სირთულეებს წააწყდებიან, მაგრამ ტურინში გასამართ შეხვედრას დიდი ენთუზიაზმით ხვდება:
“რთულია შესვენების შემდეგ რითმში მომენტალურად ჩადგომა, მაგრამ ასეთ დონის დაპირისპირებას მოტივაცია არაფრისგან მოაქვს. არ უნდა დავრჩეთ გუნდის და სტადიონის შთაბეჭდილების ქვეშ. უნდა შევეცადოთ შედეგის მიღწევას, რომელიც ტურინში ასეთი გუნდის წინააღმდეგ ბევრს ვერ მიუღწევია შიშის თუ სხვა ფაქტორების გამო”.
წყარო: Juventus.com